მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის მოქალაქეები ქვეყნის არმიას უერთდებიან და რუსეთის შესაძლო შეჭრისთვის ემზადებიან

უკრაინის მოქალაქეები ქვეყნის არმიას უერთდებიან და რუსეთის შესაძლო შეჭრისთვის ემზადებიან

კიევში სამხედროებმა ჩაატარეს სამხედრო წვრთნა მოხალისეებისთვის, რათა მზად იყვნენ იმ შემთხვევისთვის, თუ  რუსეთი უკრაინაში შეჭრას ეცდება. შესაბამისი მომზადების ფარგლებში მოხალისეებს იარაღის დაჭერა, უსაფრთხოების ნორმები და პირველადი დახმარების გაწევა ასწავლეს.

რუსეთმა ათიათასობით ჯარისკაცი განალაგა უკრაინის საზღვართან, რასაც დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

კრემლი საკუთარ ქმედებას ნატოს გაფართოების „საფრთხით“ ხსნის და ითხოვს იურიდიულ გარანტიებს, რომ უკრაინა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები არ გახდებიან. ამასთან, რუსეთი კიევს ადანაშაულებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებულ სეპარატისტებს უჭერს მხარს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი პირობას დებს,  რომ უკრაინა ყირიმსა და დონბასს მალე დაიბრუნებს.

უახლესი

სხვა ამბები

00:05:14

„გისურვებ”

spot_imgspot_img
Send this to a friend