მთავარიევროპაიტალიარომის პაპმა ფრანცისკემ სატელევიზიო თოქშოუში პირველად მიიღო მონაწილეობა

რომის პაპმა ფრანცისკემ სატელევიზიო თოქშოუში პირველად მიიღო მონაწილეობა

რომის პაპი ფრანცისკე პირველად გამოჩნდა იტალიურ სატელევიზიო თოქშოუში. იგი თემების ფართო სპექტრს შეეხო, მან ისაუბრა როგორც მიგრანტებსა და მათი დახმარების საკითხზე, ისე კლასიკური მუსიკისადმი სიყვარულსა და მეგობრებზე.

როდესაც რომის პაპს ჰკითხეს, როგორია პაპის როლი, მან აღნიშნა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი რთულ მდგომარეობაშია.  მათ ყოველდღიურად ეკონომიკური, ფინანსური და პირადი პრობლემები აწუხებთ. პანდემიისგანაც უამრავი ადამიანი დაზარალდა. ამიტომ პაპი ვერ მისცემს საკუთარ თავს იმის თქმის უფლებას,  რომ ეს საქმე მძიმე ტვირთად აწვება.

გადაცემა  „ჩე ტემპო ჩე ფა“ იტალიაში ყველაზე ცნობილი და კრიტიკოსების მიერ აღიარებული თოქშოუა, რომელშიც მხოლოდ ჟურნალისტი და რესპონდენტი მონაწილეობენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend