„გენიოსი – კანიეს ტრილოგია“ – ასე ჰქვია ახალ დოკუმენტურ ფილმს ცნობილი ამერიკელი მუსიკოსის კანიე ვესტის შესახებ. ფილმში, რომელიც სამი სერიისგან შედგება, მოთხრობილია თუ როგორ გახდა ჩიკაგოელი პროდიუსერი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკალური ვარსკვლავი. სერიალი ნეტფლიქსის სტრიმინგ პლატფორმაზე 16 თებერვალს გამოვა.
კანიე ვესტი ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი არტისტია. თუმცა, სანამ ამ ტიტულს მოიპოვებდა, იგი მუსიკას სხვა რეპერებისთვის ქმნიდა. ჩიკაგოელი პროდიუსერი ეხმარებოდა ისეთ ცნობილ მუსიკოსებს როგორიცაა ჯეიზი. თუმცა, შემდგომ კანიემ საკუთარი ალბომის გამოშვება გადაწყვიტა.
ამ ნაბიჯს კრიტიკულად უყურებდნენ მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლები, რომლებიც კანიეს რეპერად არ აღიქვამდნენ. ამას დაემატა ის ფაქტი, რომ ამ პერიოდში იგი ავტოავარიაში მოყვა, რის შედეგადაც ყბა გაიტეხა.
ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად კანიემ შეძლო თავის დამკვიდრება. მის კარიერული აღმავლობის პერიოდში მას დაყვებოდა ოპერატორი. სწორედ ამ ოპერატორის გადაღებული, აქამდე არნახული კადრებია გამოყენებული ახალ დოკუმენტურ სერიალში, რომელიც ნეტფლიქსზე 16 თებერვალს გამოვა.