მთავარიSCI-TECHდრონზე მოთხოვნა იზრდება

დრონზე მოთხოვნა იზრდება

დრონებს სულ უფრო მეტად იყენებენ სხვადასხვა სექტორებში  რეკლამიდან და სურსათის ადგილზე მიტანის მომსახურებით დაწყებული სოფლის მეურნეობით დამთავრებული.

დრონები პირველად  პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში გამოიყენეს სამხედრო თავდასხმების დროს. მას შედეგ დრონის დიზაინიცა და გამოყენების სპექტრიც დრამატულად შეიცვალა.

2013 წელს კომპანია „ამაზონმა“ განაცხადა, რომ  დაინტერესებულია ტექნოლოგიის ათვისებაში მომხმარებელთან ურთიერთობაში. ამის შემდეგ დრონი სულ უფრო და უფრო პოპულარული გახდა. სკეპტიკოსები აცხადებდნენ, რომ სამომხმარებლო დრონები მალე გაქრებოდა და რომ ეს მხოლოდ გასართობი ტექნოლოგია იყო, რომელსაც დიდი დღე არ ეწერა.

მაგრამ დრონებს განახლების ხანა დაუდგათ, რადგან გააცნობიერეს, რომ ისინი ბევრ დარგს გამოადგებოდა უსფართხოებისა და ეფექტურობის თვალსაზრისით. ახლა ყველა ფორმისა და ზომის დრონი დაფრინავს და ისეთ სექტორებს ეხმარება, როგორებიცაა სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ასევე სასარგებლოა საგანგებო ვითარებისა და სახანძრო სამუშაოების დროს.

როგორც „ევრონიუსს“ Falcon Eye Drones-ის [ FEDs] დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა რაბი ბოუ რაჩედმა განუცხადა, დრონების საშუალებით ფერმერებს უადვილდებათ პროგნოზი გაკეთბეა, თუ როგორია იქნება მოსავალი ან როგორ გავრცელდება დაავდება.

რაბი ბოუ რაჩედი  FEDs-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი:

„დრონით რუკის შედგენა ნიშნავს, რომ გამოსახულებებს ვაგროვებთ. ამიტომ დრონი როცა დაფრინავს, ჩვენ ვიღებთ გამოსახულებას ზედხედით და ეს სურათები ისე ებმება ერთმანეთს, რომ 3D ფორმატის რუკას ქმნიან. სოფლის მეურნეობას რაც შეეხება, ამ ქვეყანაში, ფაქტობრივად, ყველა მეურნეობის რუკა შევადგინეთ. ეს თავდაპირველად სტატისტიკისთვის გავაკეთეთოპერა, რათა მთელი ქვეყნის აღწერა მოგვეხდინა. უნდა ვიცოდეთ, რა გვაქვს, რა აქტივებს ვფლობთ სოფლის მეურნეობაში. ეს შესაძლოა მომავალში მონაცემთა ბაზის საფუძვლად გამოდგეს. ასე რომ, როდესაც ფრენას ვიწყებ, ყოველ სეზონზე საჭირო მონაცემებს ვაგროვებ. მაგალითად, ამ სეზონზე ეს მონაცემებია, იმ სეზონზე სხვა იქნება, ასე უფრო ადვილია  პროგნოზირება, თუ რა მოსავალი იქნება ან დაავადება როგორ გავრცელდება, რადგან ჩვენი მონაცემების გაშიფვრა შესაძლებელია.“

დრონებით რუკის შედგენა შესაძლოა მშენებლობის დასაჩქარებლადაც გამოდგეს. თუმცა  კომპანია Barq EV-ი მიზნად ისახავს, რომ დრონების საშუალებით ქალაქებში პროდუქტის მიწოდების სისტემა შეცვალოს.

ფადი ვადი, Barq EV- ის მარკეტინგის მენეჯერი:

„ჩვენი დრონის მსგავსი ტექნოლოგია მთლიანად ცვლის მიტანის მომსახურების კონცეფციას და მალე ვნახავთ, როგორ დაიკლებს შიდა წვისძრავიანი ავტომობილებით მომსახურება, რომლებიც გარემოს აბინძურებენ. ელექტრომოწყობილობის ყველა მწარმოებლის  საბოლოო მიზანი, რასაკვირველია, ის არის, რომ გარემო უფრო სუფთა იყოს.’

როგორც ჩანს სამგზავრო დრონებიც რეალობა იქნება და ახლა კომპანიები ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუ რომელი იქნება პირველი მწარმოებელი. თუმცა სანამ ცაში აიჭრება, ამ ტექნოლოგიას უსაფრთხოების კუთხით ბიუროკრატიის მთელი მთის გადალახვა მოუწევს. მფრინავი მანქანების დრო, როგორც ეს 1950 წელს იწინასწარმეტყველეს, შესაძლოა არცთუ ისე შორსაა.

 

ავტორი: ევან ბურკე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend