მთავარიკუბისექსუალური შევიწროებისგან დასაცავად მეტასამყაროში ვირტუალური ბარიერი შეიქმნება

სექსუალური შევიწროებისგან დასაცავად მეტასამყაროში ვირტუალური ბარიერი შეიქმნება

კომპანია მეტას განცხადებით, ვირტუალური რეალობის სამყაროსთვის ამოქმედდება ინსტრუმენტი, რომელიც მომხმარებლების პირად სივრცეს სექსუალური შევიწროების მცდელობებისგან დაიცავს.

მეტასამყაროს ახალი ინსტრუმენტის „პირადი სივრცის“ წყალობით მომხმარებლები იგრძნობენ, რომ მათ ვირტუალურ ავატარსა  და სხვა ადამიანებს შორის სულ მცირე 2-მეტრიანი დისტანციაა, როდესაც ისინი ვირტუალური რეალობის ე.წ. ვიარ სათვალეებით შევლენ მეტასმყაროში. ახალი ინსტრუმენტის საშუალებით მომხმარებლის ავატარის ირგვლივ უხილავი ბარიერი იქმნება, რომლებიც ხელს უშლის სხვას მასთან მიახლოებას. ეს ფუნქცია მეტასამყაროს პლატფორმა Horizon Worlds-ში არის ჩართული.

მეტა თავის ბლოგპოსტში აღნიშნავს, რომ უხილავი ბარიერის არსებობას მომხმარებელი შეიგრძნობს მაშინ, როდესაც მიახლოების შემთხვევაში ავატარის ხელები გაქრება. ეს პირადი სივრცის რადიუსს ქმნის. კომპანიის ინფორმაციით, მომხმარებლებს არ აქვთ უფლება, გათიშონ პირადი სივრცის დამცველი სისტემა, რადგან ეს სისტემა განკუთვნილია უკვე ვირტუალურ რეალობაში მომხმარებლების ურთიერთქმედების სტანდარტული ნორმისთვის, თუმცა სამომავლოდ დაგეგმილი სიახლეები ადამიანებს საშუალებას მისცემს, შეცვალონ რადიუსის მასშტაბები.

კომპანია მეტას ცვლილებები ვირტულური რეალობის პლატფორმა Horizon Worlds-ში 2 თვის შემდეგ ამოქმედდება. ეს არის პლატფორმა, რომელიც მეტასამყაროს ნაწილია და რომლის ბეტა ვერსიის შემოწმება და გამოცდა რამდენიმე თვეა გრძელდება. პერსონალური სივრცის დამატების ფუნქცია საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც ვირტუალური რეალობის რამდენიმე მომხმარებელმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ მათ არასასურველი პირები სექსუალურად ავიწროებდნენ.

შეგახსენებთ, რომ ფეისბუკმა 2021 წელს შეიცვალა სახელი და მას კომპანია მეტა დაერქვა. კომპანია მეტამ ინვესტიციის უდიდესი ნაწილი ვირტუალური რეალობის შექმნის პროექტში ჩადო და ამით მსოფლიოს აჩვენა, რომ ამჟამად სოციალური ქსელების გიგანტი კომპანია მეტასამყაროს შექმნაზე მუშაობს, თუმცა გასული კვირა მეტასთვის არც ისე წარმატებული აღმოჩნდა. ფეისბუკზე აქტიური მომხმარებლების რაოდენობა ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, რეკლამისგან აღარ შემოდიოდა დიდი  მოგება,  გაიზარდა დანახარჯი, ამავდროულად, კომპანია მეტას აქციების ფასი 26%-ით შემცირდა და კომპანიამ 200 მილიარდ დოლარზე მეტი იზარალა.  გარდა პოპულარობის დაკარგვისა, მეტა სხვა პრობლემებსაც აწყდება. მას უკვე დიდი ხანია, აკვირდება სხვადასხვა მთავრობა, რომლებიც ცდილობენ რეგულაციების შემოტანას იმისათვის, რომ მომხმარებლების უსაფრთხოება უფრო მეტად იყოს დაცული დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენისგან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend