მთავარისაქართველოსალომე ზურაბიშვილი: “რუსეთის დღევანდელი პოლიტიკა აგრესიაზეა გადასული”

სალომე ზურაბიშვილი: “რუსეთის დღევანდელი პოლიტიკა აგრესიაზეა გადასული”

აგრესიული ქმედებები, მუქარა, სამხედრო ძალების გააქტიურება შავ ზღვაზე – ეს ყველაფერი ნიშანია იმის, თუ რამდენადაა რუსეთის დღევანდელი პოლიტიკა პროვოკაციაზე გადასული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთი რუსეთის აღნიშნულ პოლიტიკას მოლაპარაკებებით პასუხობს, თუმცა საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ სიტუაციის დეესკალაციისთვის ორივე მხარის მზადყოფნაა საჭირო.

„აგრესიული ქმედებები, მუქარა, იქნება ეს კიბერშეტევები თუ პირდაპირ სამხედრო ძალების უზომოდ გაზრდა უკრაინის საზღვარზე, იგივე სამხედრო ძალების გააქტიურება შავ ზღვაზე, ყველაფერი არის ნიშანი იმის, თუ რამდენად არის გადასული პროვოკაციაზე რუსეთის დღევანდელი პოლიტიკა, რაზეც მთელი ევროპული, დასავლური სამყარო პასუხობს მოლაპრაკებებით, მცდელობებით, რომ დარეგულირდეს ეს მდგომარეობა და დეესკალაციისკენ წავიდეს ეს დაძაბული ვითარება, მაგრამ დეესკალაციისთვის, როგორც მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის საჭიროა, რომ ორივე მხარე მზად იყოს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პოლონეთის პრეზიდენტი ჩინეთში, პეკინში მიემგზავრება. ის დღეს, 2 თებერვალს საქართველოში რამდენიმე საათით შეჩერდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend