მთავარიევროპაუკრაინახარკოვში ომისთვის ემზადებიან

ხარკოვში ომისთვის ემზადებიან

უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვში ბევრი ადამიანი მზად არის რუსული არმიის თავდასხმის შემთხვევაში ხელში იარაღი აიღოს და მშობლიური ქალაქი დაიცვას. ხარკოვში, რომელიც რუსეთთან სახელმწიფო საზღვრიდან 40 კილომეტრში მდებარეობს ჰაერში დენთის სუნი ტრიალებს.

ადგილობრივები კი საბრძოლო იარაღის გამოყენებას ეუფლებიან. ზახარი ერთ-ერთი მათგანია.

”ჩემს გარშემო პრო – რუსული განწყობის ბევრი ადამიანია, ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი საუბარია, ყველა ადევნებს თვალს მოვლენათა განვითარებას. ზოგს მიაჩნია, რომ ჩვენს საზღვრებთან მიმდინარე მოვლენები კარგია, ზოგს კი ესმის, რომ ეს ცუდია. ის ვისაც ჰგონია, რომ ეს ცუდია, აქ იმყოფება. ჩვენი ეგრეთ წოდებული ძმები უკვე რვა წელია გვესვრიან. მე ვგრძნობ ზიზღს. თუკი მათ ეცოდინებათ რომ თავდასხმის შემთხვევაში უკან დახევა მოუწევთ, თავდასხმას ვერ გაბედავენ, რადგან რაც მათ ელით გროზნოსთან შედარებით არაფერი იქნება”,- მიიჩნევს მეწარმე ზახარ გაპაიანი.

ხარკოვში ადამიანებს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განსხვავებული მიდგომა აქვთ, ზოგი ბრძოლისთვის ემზადება, ზოგს კი მშვიდობიანი ცხოვრება სურს. ზარკოვის კიდევ ერთი მკვიდრი, ნატალია წარმოშობით ყირიმიდან არის მას მიაჩნია, რომ ჩვეულებრივი ადამიანების დადანაშაულება მიმდინარე პროცესებში სწორი არ იქნებოდა.

”მე ყირიმში დავიბადე, ჩემი მშობლები დღემდე იქ ცხოვრობენ, ხშირად ჩამოდიან ჩემთან და მე მათთან. არ შეიძლება მიმდინარე მოვლენების მოსახლეობაზე დაბრალება. რთული მდგომარეობაა და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება”, – შიშობს ადგილობრივი ნატალია სოლენკო.

კიდევ ერთ ადგილობრივს, ივან ვასილევიჩს სურს რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის ერთიანობა იხილოს.

”თუ რუსეთი, ბელარუსი და უკრაინა ერთად იქნებიან, ასეთ ერთიან სახელმწიფოს ევროპა ვერაფერს დააკლებდა”, – მიიჩნევს ადგილობრივი ივან ვასილევიჩი.

თუკი რუსეთის ფედერაციის არმია უკრაინის არმიას რაოდენობითა და შეიარაღებით აღემატება, უკრაინულ მხარეს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიწოდებული თანამედროვე იარაღი აქვს, ამან კი შესაძლოა, მოსკოვში ლიდერებს მეზობელ სახელმწიფოზე თავდასხმა გადააფიქრებინოს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend