მთავარი ევროპა საფრანგეთი საფრანგეთის ერთ-ერთ მუზეუმში 50 წლის წინ მოპარული ქანდაკება დააბრუნეს

საფრანგეთის ერთ-ერთ მუზეუმში 50 წლის წინ მოპარული ქანდაკება დააბრუნეს

ჰოლანდიელმა დეტექტივმა არტურ ბრანდმა, რომელსაც  ხელოვნების სამყაროში ინდიანა ჯონსსაც უწოდებენ, საფრანგეთს ფასდაუდებელი რომაული ბრინჯაოს ქანდაკება დაუბრუნა.  ხელოვნების ნიმუში 50 წლის წინ მოიპარეს. ერთ ავსტრიელ კლიენტს, რომელმაც ლეგალურად შეიძინა ნივთი, ქანდაკების წარმოშობის ისტორია აინტერესებდა. სწორედ ასე მიაგნო დეტექტივმა მის კვალს.

დეტექტივი ხელოვნების საკითხებში არტურ ბრანდი ჰყვება, რომ ქანდაკება არსად იყო დარეგისტრირებული, ამიტომ იგი მას ძველ კატალოგში ეძებდა, რომელშიც ამ ქანდაკების სურათი იყო. კატალოგში ეწერა, რომ ეს ნიმუში 1894 წელს საფრანგეთში მიმდინარე არქელოგიური გათხრების დროს იპოვეს და მუზეუმს გადასცეს. მუზეუმში ეს ნივთი აღარ იყო, შესაბამისად, დაასკვნეს, რომ მოპარული იყო.

მუზეუმის დირექტორი კატრინ მონე ხელოვნების ნიმუშის დაბრუნებას დიდი სიხარულით შეხვდა. მისი თქმით, თანამედროვეობას ასეთი მნიშვნელოვანი  და მაღალი ხარისხის მხოლოდ რამდენიმე ნამუშევარი შემორჩა.

ქანდაკების დასაბრუნებლად საჭირო თანხის ნახევარი ბრიტანელმა კოლექციონერებმა ბრეტმა და აარონ ჰამონდებმა გადაიხადეს, მეორე ნახევარი კი ქალაქ შატიიონ-სიურ-სენის მთავრობამ დაფარა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend