წარმატებული ტოკიოს ზაფხულის თამაშების შემდეგ, ყურადღება პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე გადადის. მოთხილამურე ქალები მიკაელა შიფრინი, ქლოე კიმი და ესტერ ლედეცკა იმედოვნებენ, რომ 2022 წელს საჩვენებელ ღონისძიებაზე თავიანთ შედეგებს გააუმჯობესებენ.
ალექსის პინტურალი სლალომში 13 თებერვალს გამოვა, ხოლო კომბინირებულ სტილში 10 თებერვალს იასპარეზებს. ფრანგ სპორტსმენს ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი არასოდეს მოუგია, ამჯერად მას საუკეთესო ჯილდოს მოპოვების იმედი აქვს.
„სხვადასხვა მედალი მაქვს მოპოვებული, მაგრამ ოქროს მედალი არ მიმიღია. ამიტომ ამისთვის უნდა ვიბრძოლო. დიახ, ეს ჩემი მიზანია ამ თამაშებზე“, – ამბობს ფრანგი სპორტსმენი.
პეკინი 2022-ზე ხელოვნურ თოვლს გამოიყენებენ, რაც გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით ბევრ კითხვას აჩენს, რადგან თოვლიანი გარემოს შესაქმნელად 222 მილიონ ლიტრზე მეტი წყალია საჭირო.პეკინი 2022 პირველი ზამთრის ოლიმპიური თამაშები იქნება, რომლის დროსაც თითქმის 100%-ით იქნება გამოყენებული ხელოვნური თოვლი.
ჩინეთში, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, ინფიცირებულთა რაოდენობა დაბალია, თუმცა ქვეყნის მრავალ პროვინციასა და ქალაქში ახალი შემთხვევების რიცხვი მატულობს, მათ შორისაა პეკინიც.
ჩინეთის მიზანია, თამაშები უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს. ქვეყანაში დაახლოებით 11,000 უცხოელი სტუმრის ჩამოსვლა ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე უარყოფითად არ უნდა აისახოს.
„ჩვენ შეგვიძლია თავი დაცულად ვიგრძნოთ მხოლოდ ამ ჩაკეტილ წრეში. იმედი გვაქვს, ჩვენი ჩინელი მასპინძლების წყალობით, ზამთრის ოლიმპიური თამაშები პეკინში წარმატებით დასრულდება”, – განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ტომას ბახმა.
პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშები 2022 წლის 4-20 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება. ოლიმპიურ თამაშებზე სპორტის სამ სახეობაში 9 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.