მთავარიევროპაუკრაინაკრიზისი შავ ზღვაში

კრიზისი შავ ზღვაში

რუსეთის ფედერაციის თავდასხმის მოლოდინში უკრაინის საზღვაო ძალების ხომალდები აზოვის ზღვაში, მარიუპოლის პორტის სიახლოვეს მუდმივად პატრულირებენ.

”ჩვენ ზღვაში საზღვაო სამიზნეების იდენტიფიკაციას ვახდენთ. ხანდახან რუსულ საზღვაო ხომალდებს ვაწყდებით”, – ამბობს  უკრაინის სანაპირო დაცვის სამსახურის კაპიტანი ოლექსანდრ სურკოვი.

უკრაინის საზღვაო ძალების ოფიცერი რომან ვარიანიცინი აცხადებს, რომ რუსული სამხედრო ხომალდები უკრაინის სანაპირო ზოლს ხშირად უახლოვდებიან.

”ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ, რუსეთმა ქერჩის სრუტეზე კონტროლი დაამყარა და აზოვის ზღვაში შემავალ ყველა ხომალდს აკონტროლებს. ეს კიევსა და მოსკოვს შორის საერთაშორისო შეთანხმების უხეში დარღვევაა, როგორც რუსეთს ასევე უკრაინას აზოვის ზღვაში და ქერჩის სრუტეში თავისუფლად გადაადგილების უფლება აქვს”, – ამბობს უკრაინის საზღვაო ძალების ოფიცერი რომან ვარიანიცინი.

მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტში სიმშვიდეა, უკრაინის სანაპირო დაცვის სამსახური ყველაზე ცუდი სცენარისთვის ემზადება. უკრაინაში ბევრი ფიქრობს, რომ საპორტო ქალაქ მარიუპოლზე რუსული თავდასხმა სწორედ შავი ზღვის სანაპიროდან დაიწყება.

უკრაინის საზღვაო ძალების ხომალდები აზოვის ზღვის 300 კილომეტრიან სანაპირო ზოლს მუდმივად აკონტროლებენ.

”რუსული მხარის მიერ შეთანხმების დარღვევა რუსულ ხომალდებს უკრაინის სანაპირო ზოლთან მოახლოების შესაძლებლობას აძლევს. საუბარი დაახლოებით ერთიდან სამ კილომეტრზეა. რუსული 3 ან 4 ხომალდი ამას გამუდმებით აკეთებს. რუსული ხომალდების უკრაინის სანაპირო ხაზთან ზედმეტად მოახლოება სამხედრო პროვოკაციაა, ჩვენი კანონმდებლობის თანახმად ცეცხლის გახსნის უფლება გვაქვს”, –  მიიჩნევს რომან ვარიანიცინი.

რუსეთის ფედერაცია უკრაინის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ საზღვრებთან სამხედრო მობილიზაციას აგრძელებს, ეს კი უკრაინის ეკონომიკაზე ცუდ გავლენას ახდენს. მოსკოვში უკრაინაზე თავდასხმისათვის მზადებას უარყოფენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend