მთავარიამერიკააშშაშშ გერმანიაში, პოლონეთსა და რუმინეთში 3000 ჯარისკაცს გაგზავნის

აშშ გერმანიაში, პოლონეთსა და რუმინეთში 3000 ჯარისკაცს გაგზავნის

უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით დაძაბულობა იზრდება.

ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებული შტატების 2000 ჯარისკაცი პოლონეთსა და გერმანიაში, ხოლო დამატებით 1000 მეომარი გერმანიიდან რუმინეთში გაიგზავნება. თუმცა სამხედროებს ნატოს არაწევრ ქვეყანაში არ გზავნიან.

თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენ ფსაკი აღნიშნავს, რომ ამერიკული სამხედრო შენაერთები უკრაინაში არ მიემგზავრებიან, შესაბამისად, არ ჩაერთვებიან საბრძოლო მოქმედებებში. მისი თქმით, ეს არის შეერთებული შტატების მხრიდან ვალდებულების შესრულება იმ მეხუთე მუხლის თანახმად, რომელიც ამ რეგიონში მისი პარტნიორების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

რუსეთის საგარეო უწყებამ პასუხი არ დააყოვნა და მკვეთრი საპროტესტო განცხადება გააკეთა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრ გრუშკო მიიჩნევს, რომ უსაფუძვლო დესტრუქციული ნაბიჯები მხოლოდ სამხედრო დაძაბულობას გაზრდის და პოლიტიკური გადაწყვეტილებების ველს შეავიწროებს.

უკრაინაში ჯარებს იმიტომ არ გზავნიან, რომ  არ გამოიწვიონ მოსკოვის პროვოცირება. რუსეთი, თავის მხრივ, მოითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს, რომ უკრაინა არასდროს გახდება ნატოს წევრი.

ამავდროულად, ლიდერები კვლავ ცდილობენ პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარებას.  ვლადიმერ პუტინი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს ტელეფონით ესაუბრა და განუცხადა, რომ დასავლეთი და მისი მოკავშირეები უგულებელყოფენ რუსეთის უსაფრთხოების საკითხს.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. მისი აზრით, კრიზისი  დიალოგის გზით უნდა მოგვარდეს. ბოლო დღეების განმავლობაში მას მუდმივი კონტაქტი აქვს ევროპელ კოლეგებთან. პრეზიდენტ პუტინს რამდენჯერმე ესაუბრა, იგი პრეზიდენტ ბაიდენთანაც გეგმავს საუბარს.

გამოსავლის დროულად მოძიება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან თანდათან უფრო იზრდება შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება,  რასაც პრეზიდენტი პუტინი არ ადასტურებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend