მთავარიევროპაესპანეთისპორტული თანაცხოვრება

სპორტული თანაცხოვრება

ფატიმას ახლა ვარჯიშის დრო აქვს. იგი მადრიდში ცხოვრობს. მას ესპანელი დედა და მაროკოელი მამა ჰყავს. იგი თავის ცხოვრებას საფეხბურთო კლუბ  „დრაგონეს დე ლავაპიესს“ უკავშირებს. ფატიმას არ ავიწყდება ის ერთობა, რომელიც მან გუნდთან ერთად პირველ მნიშვნელოვან მომენტში განიცადა.

ფატიმა იხსენებს,  როგორ გადააწოდა ბოლო წუთს  ჯენიფერმა პასი, მან კი ზედა კუთხეში დაარტყა ისე, რომ მეკარე ვერ მისწვდა ბურთს. თანაგუნდელებმა ხელში აიტაცეს და მის სახელს გაიძახოდნენ. ეს ამბავი მისთვის  დაუვიწყარია.

კლუბს 50 სხვადასხვა ქვეყნიდან ყველა კატეგორიაში ჰყავს მოთამაშე. მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ინტეგრაციაა. გუნდის მუშაობა უკვე აღიარეს უეფამ და სპორტულმა ბრენდმა. მათი დახმარებით მოიპოვა გუნდმა აღჭურვილობა და სახსრები ურბანული ხელოვნების პროექტის განსახორციელებლად.

კლუბ „დრაგონეს დე ლავაპიესის“ პრეზიდენტი დოლორეს გალინდო ამბობს, რომ მათთვის ფეხბურთი თვითგამოხტვის საშუალებაა, თუმცა ბავშვებისთვის თვითგამოხატვის სხვა ფორმებიც არსებობს, რომლებსაც შეუძლია შეცვალოს ამ ადამიანიებისა და საზოგადოების ყოფა.

კლუბი 8 წლის წინ გაიხსნა და მასში ახლა 20-ზე მეტი გუნდია. ახლა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში 300-ზე მეტი მოთამაშეა. სპორტის გარდა, ისინი მადრიდის ერთ-ერთ ყველაზე კულტურულად მრავალფეროვან უბანში ხელს უწყობენ ისეთი ღირებულებების განვითარებას, როგორებიცაა თანასწორობა და ურთიერთპატივისცემა.

ამ ადგილას ინგლისურის გაკვეთილები ტარდება, ასევე ცალკეა გამოყოფილი კლასები, სადაც იმ  ბავშვებს ეხმარებიან, რომლებსაც სწავლასთან დაკავშირებით სირთულეები აქვთ. პაბლო კლუბის ერთ-ერთი მწვრთნელია და ასევე პატარებს მეტყველების უნარ-ჩვევებს უვითარებს.

მწვრთნელები და მასწავლებლები ცდილობენ, ბავშვებს კომუნიკაციის გზით განუვითარონ გამძლეობის, შემწყნარებლობის, სოლიდარობის და, რაც ყველაზე მთავარია, გუნდური მუშაობის მახასიათებლები. მათ იმასაც ასწავლიან, რომ  ერთი დამარცხებით სიცოცხლე არ სრულდება.

პანდემიის ყველაზე რთულ მომენტებში კლუბის წევრები საკვებს ურიგებდნენ ყველაზე გაჭირვებულ ოჯახებს და ზრუნავდნენ პატარების ფსიქიკურ მდგომარეობაზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend