მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის კრიზისი: ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა

უკრაინის კრიზისი: ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა

რუსეთ-უკრაინის საზღვართან კვლავ დაძაბულობაა. არსებობს საფრთხე, რომ  უკრაინის საზღვრებთან მობილიზებული რუსული ცოცხალი ძალა შეიჭრას მეზობელ ქვეყანაში. ქვეყნების ლიდერებს სურთ, პრობლემა მოლაპარაკების გზით გადაჭრან, თუმცა  გაურკვეველია, რამდენად მოიტანს ეს შედეგს. როგორც ჩანს, დაინტერესებული მხარეები ვერ კვეთენ წითელ ხაზებს.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ერთ-ერთია ევროპელ ლიდერებს შორის, რომელიც სოლიდარობის მიზნით კიევში ჩავიდა. მან ისაუბრა სანქციებზე, რომლებიც რუსეთს დაეკისრება, თუკი ერთი ჯარისკაცი მაინც გადაკვეთს საზღვარს და დასძინა, რომ ვითარების ესკალაციამ შესაძლოა ევროპაში სრულმასშტაბიანი ომი გამოიწვიოს.

ბორის ჯონსონის აზრით, რუსეთის უკრაინაში შეჭრა პოლიტიკური და ჰუმანიტარული კატასტროფა იქნება. სამხედრო თვალსაზრისით კი, დამღუპველი იქნება როგორც რუსეთისთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის.

დასავლეთში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინი ცდილობს შეარყიოს და დაშალოს ის უსაფრთხოების ალიანსი, რომელიც ბერლინის კედლის ნგრევის შემდეგ ჩამოყალიბდა. რუსეთის მოთხოვნაა, რომ ნატო არ გაფართოვდეს და უკრაინა ალიანსში არ გაწევრიანდეს. მოსკოვში საუბრისას პუტინმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები არ ითვალისწინებენ რუსეთის უსაფრთხოების მთავარ საკითხებს.

ვლადიმერ პუტინს მიაჩნია, რომ  შეერთებულ შტატებს დიდად არ აღელვებს უკრაინის უსაფრთხოების საკითხი, რადგან მათთვის ეს მეორეხარისხოვანია. ვლადიმერ პუტინი აღნიშნავს, რომ მათი მთავარი საზრუნავი რუსეთის შეკავებაა,  უკრაინა კი ერთგვარი ინსტრუმენტია, რომლითაც ამ მიზნის მიღწევა სურთ.

მიუხედავად სამხედრო აქტივობებისა უკრაინის საზღვრებთან, რუსეთი უარყოფს, რომ თავდასხმას აპირებს. დასავლელი მოკავშირეები კი არ აძლევენ რუსეთს გარანტიებს, რომ უკრაინა ნატოში არ გაწევრიანდება.  ამავდროულად, ლიდერები კვლავ ცდილობენ  პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend