მთავარიკუბი„ფაიზერმა“ 5 წლამდე ბავშვებში ვაქცინაციის ნებართვის მიღების მიზნით FDA-ს მიმართა

„ფაიზერმა“ 5 წლამდე ბავშვებში ვაქცინაციის ნებართვის მიღების მიზნით FDA-ს მიმართა

კომპანიებმა „ფაიზერმა“ და „ბიონტექმა“ აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს 5 წელზე ქვემოთ ბავშვებისთვის ვაქცინაციის გაკეთებაზე თანხმობის მისაღებად მიმართეს. ფარმაცევტულმა კომპანია „ნოვავაქსმა“ კი ავტორიზაციისთვის სააგენტოში განცხადება შეიტანა.

ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ მიმართვა შეეხება 6 თვიდან 5 წლამდე ბავშვების ვაქცინაციას და შეიცავს ინფორმაციას ორმაგი დოზის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შესახებ, კომპანია აცხადებს, რომ უახლოეს თვეებში მესამე დოზის ეფექტიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებასაც აპირებს. კომპანიის წარმომადგენლობის თქმით, მესამე დოზა პირველადი ვაქცინაციის სერიის ნაწილი გახდება. დეკემბერში, „ფაიზერმა“ განაცხადა, რომ ორი დოზა არ აღმოჩნდა საკმარისი იმუნიტეტის გასაძლიერებლად. თუმცა მესამე დოზასთან დაკავშირებით ჯერ არ არის დასრულებული გამოკვლევა.

კომპანია „ფაიზერის“ განაცხადს განიხილავს აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს კომისია. მათი თანხმობის შემდეგ, უკვე თებერვლის ბოლო კვირებიდან,  შესაძლებელი გახდება, ბავშვებს მათთვის საგანგებოდ დაშვებული ვაქცინა გაუკეთონ. რეკომენდაციების გასაცემად სააგენტოს საკონსულტაციო ჯგუფი 15 თებერვალს უნდა შეიკრიბოს. „ფაიზერის“ ადმინისტრაცია ამბობს, რომ  5 წლამდე ბავშვები ჯერ  მხოლოდ ორ დოზას მიიღებენ, სამკვირიანი ინტერვალით. ვაქცინის დოზა განსაზღვრულია და  3 მიკროგრამს შეადგენს, მაშინ, როცა 12 წელს გადაცილებული მოზარდებისთვის  30-მიკროგრამიანი დოზაა დაშვებული.

რაც შეეხება „ნოვავაქსს“, კომპანიამ ლიცენზიის მიღების შესახებ განაცხადი მედიკამენტებისა და საკვების სააგენტოში შეიტანა.  მათი სურვილია, დაიწყოს მასშტაბური ვაქცინაციის პროცესი.  აშშ-ის მთავრობამ ჯერ კიდევ 2020 წელს შეუკვეთა კომპანიას 110 მილიონი დოზა, თუმცა უცნობია, როგორ გადანაწილდება „ნოვავაქსის“ დოზები, რადგან მარაგი ამჟამად ქვეყანაში საჭიროზე მეტია. „ნოვავაქსის“ ვაქცინა 2021 წლის დეკემბერში დაუშვეს ევროპაში.

ნოვავაქსი“ტრადიციული, ცილაზე დაფუძნებული ვაქცინაა. მასში გამოიყენებენ უვნებელი ცილის ფრაგმენტს, რომელიც იზრდება უჯრედში და აძლიერებს იმუნურ სისტემას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend