მთავარიევროპარუსეთიმოსკოვი და მინსკი ერთობლივ სამხედრო მანევრებს ატარებენ

მოსკოვი და მინსკი ერთობლივ სამხედრო მანევრებს ატარებენ

რუსეთის ფედერაცია უკრაინის გარშემო სამხედრო მობილიზაციას განაგრძობს, მოსკოვი ამავე დროს მეზობელი ბელარუსის ტერიტორიაზე, მინსკთან ერთად ერთობლივ სამხედრო მანევრებს ატარებს.

უნგრეთის პრემიერ – მინისტრის ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტისას ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დასავლეთმა მოსკოვის მოთხოვნები არ გაითვალისწინა.

სამხედრო მანევრებში მონაწილეობას იღებენ მოტორიზებული, საარტილერიო და ანტი – სატანკო ბრიგადები.

რუსულ ბელარუსული ერთობლივი სამხედრო მანევრების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება თავდაცვითი ოპერაციების წარმოებაა, ასევე პარტიზანებთან ბრძოლის მეთოდიკა.

რუსეთის ფედერაციამ უკრაინის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ საზღვრებთან 100 ათასზე მეტი ჯარისკაცს მოუყარა თავი, მათ შორის მოსკოვმა ციმბირიდან და შორეული აღმოსავლეთიდანაც გადმოისროლა ჯარები სახელმწიფოს დასავლეთ საზღვრებთან და ბელარუსში.

ბელარუსულ-რუსული ერთობლივი სამხედრო მანევრები ბელარუსის ტერიტორიაზე, პოლონეთთან სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს მიმდინარეობს. სამხედრო მანევრებში მონაწილეობას იღებს ასევე რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული სარაკეტო დანაყოფიც.

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის ფონზე, დასავლეთში ღიად აცხადებენ, რომ მოსკოვი თავდასხმისათვის ემზადება, მაგრამ კრემლში თავდასხმისათვის მზადებას უარყოფენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend