მთავარიევროპაბულგარეთი„განთიადის გოგონამ“ მზის ამოსვლის 365 სურათი გადაიღო

„განთიადის გოგონამ“ მზის ამოსვლის 365 სურათი გადაიღო

2021 წელს ბულგარელი გოგონა როსიცა რიკოვა თავისი კამერით ყოველდღე იღებდა მზის ამოსვლას. როგორც როსიცა ამბობს, დილით გაღვიძება არ უყვარს, თუმცა მისმა მონდომებამ ბევრი ადამიანი შთააგონა.

ზღვისპირა ქალაქ ვარნაში ის პირველი იღვიძებს და სანაპიროზე გადასაღებად მიდის. მისი მიზანი იყო, გადაეღო 365 სურათი, რომლებიც მზის პირველ სხივებს ასახავდა. როსიცამ თავის თავს „განთიადის გოგონა“ უწოდა. მას ბევრი შეუერთა, რომლებიც დილის მზის სიყვარულს იზიარებენ. ეს ყველაფერი კი შემთხვევით დაიწყო.

„როდესაც პირველ იანვარს მზის ამოსვლა დავინახე მომინდა, რომ 2021 წელს ყოველდღე მენახა მზის ამოსვლა. ამაზე რამდენიმე საათი ვფიქრობდი. ბოლოს სოციალურ მედიაში პოსტიც გამოვაქვეყნე“, –  ამბობს როსიცა რიკოვა.

როსიტსას იდეაზე მის მეგობრებს გაეცინათ, რადგან როსიტსას დილით ადგომა არ უყვარს. თუმცა მალევე მას ბევრი მეგობარი შეურთდა.

“ჩემი მეგობარი მილენი მეორე დღესვე შემომიერთდა, ის რეგულარულად დადიოდა სურათის გადასაღებად”, – იხსენებს როსიცა რიკოვამ.

“თავიდან იდეამ შთამაგონა… მერე ნელ-ნელა კიდევ უფრო საინტერესო გახდა. და ასე მთელი წლის განმავლობაში დავდიოდი: მეორე დღიდან 365-ე დღემდე”, – ამბობს როსიცას მეგობარი მილენ მარკოვი.

„განთიადის გოგონა“, რომელმაც ყოველი დღის გათენება გადაიღო ამბობს, რომ მხოლოდ დილის სილამაზის ჩვენება არ არის საკმარისი. ის თავის მომავალ პროექტზე ფიქრობს, რომელიც დაბინძურებასთანაა დაკავშირებული. მას სურს კადრებით ასახოს თუ როგორ აბინძურებს ადამიანი სანაპიროს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend