მთავარიმსოფლიოევროპადააფინანსებს თუ არა ევროკავშირი პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე კედლის მშენებლობას?

დააფინანსებს თუ არა ევროკავშირი პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე კედლის მშენებლობას?

ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე კედლის მშენებლობასთან დაკავშირებით დაძაბულობაა. ჯერ კიდევ გაურკვეველია, დააფინანსებს თუ არა ევროკავშირი კედლის მშენებლობას.

პოლონეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისინი დაიცავენ ქვეყანას და ევროკავშირს მიგრანტებისგან, რომლებიც ბოლო რამდენიმე თვეა ევროპის ტერიტორიაზე ბელარუსიდან შემოდიოდნენ.

186 კმ სიგრძისა და 5 მეტრის სიმაღლის სახმელეთო ბარიერის მშენებლობა დაახლოებით 350 მილიონი ევრო დაჯდება.

„ჩვენთვის ეს იქნება საზღვრის დაცვის სისტემის მნიშვნელოვანი ელემენტი. მიგრაციული კრიზისის დროს საჭიროა ძლიერი დაცვა. არის ადგილები, სადაც ფიზიკური ბარიერები არ დამონტაჟდება, რადგან იქ მდინარეები ან ჭაობებია. ჩვენ სხვაგვარად დავიცავთ ამ საზღვრის მონაკვეთებს, მაგალითად, შეიძლება ეს ელექტრონული ბარიერი იყოს“, ამბობს პოლონელი მესაზღვრე ანა მიხალსკა

თუმცა, გარემოსდამცველები და ადგილობრივები ჩივიან, რომ კედლის სტრუქტურა გავლენას მოახდენს უნიკალურ ფლორასა და ფაუნაზე.

„ყველას არ სჯერა, რომ ეს კედელი, დაიცავს ქვეყანას. პირიქით, ის გაანადგურებს ბუნებას, ადამიანებს ვერ დაეხმარება. მდგომარეობა საზღვარზე უფრო მეტად გაუარესდება სწორედ კედლის გამო, როგორც  ეს მოხდა სხვა ქვეყნებში – აშშ-სა და გერმანიაში დიდი ხნის წინ… ეს გაანახევრებს და გაანადგურებს  ბიალოვიეჟას ტყის ეკოსისტემას“, – აცხადებს მოძრაობა “არა კედელს” წევრი იუსტინა პაულუსკიევიჩი.

დღეს მიგრანტები კვლავ იყვნენ პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე. შამსულ რაჰმანს, რომელმაც რამდენიმე თვის წინ გადმოკვეთა ეს საზღვარი, ეჭვი არ ეპარება, რომ კედელი არც სხვა მიგრანტებს შეაჩერებს.

შამსულ რაჰმანი: „ყველას ეკისრება პასუხისმგებლობა, იზრუნოს საკუთარ ტერიტორიაზე, თავის მიწასა და საკუთარ სახლზე. ვფიქრობ, მხოლოდ ეს კედელი ვერ შეაჩერებს მიგრანტებს. კონტრაბანდისტებს და მიგრანტებს შეუძლიათ აირჩიონ სხვა გზა. თუ ისინი ხედავენ, რომ ერთი გზა ჩაკეტილია, სხვა გზას მონახავენ ქვეყანაში გადმოსასვლელად.

პოლონეთის მთავრობამ ევროკავშირს კედლის ასაშენებლად ფინანსური დახმარების თხოვნით მიმართა. პოლონეთის სასაზღვრო დაცვის ოფისის წარმომადგენლებმა ევროკავშირს უთხრეს, რომ „სპეციალურად გამოიყო თანხები, თუმცა წყარო არ დაუზუსტებიათ. ჯერჯერობით უცნობია, დაუჭერს თუ არა მხარს ევროკავშირი პოლონეთს   და გამოუყოფს თუ არა თანხას, რადგან ჯერ კიდევ გასარკვევია, შეიძლება თუ არა ევროპული ფულის გამოყენება მავთულხლართებისა და სასაზღვრო კედლის ასაგებად. ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსია ისევ გრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend