მთავარიმსოფლიოUNITED NATIONSუკრაინის საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილეს

უკრაინის საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილეს

რუსეთის ფედერაცია უკრაინის საკითხთან დაკავშირებით დასავლეთს მდგომარეობის დაძაბვაში ადანაშაულებს. რუსი დიპლომატები ამბობენ, რომ დასავლეთმა კიევში ნაცისტები დასვა ხელისუფლებაში, ეს განცხადებები უკრაინის კრიზისისადმი მიძღვნილ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაკეთდა.

გაეროში რუსეთის ფედერაციის ელჩი აცხადებს, რომ ვაშინგტონი უშიშროების საბჭოს მოწვევით პანიკას თესავს, ამერიკელმა ელჩმა კი რუსი კოლეგის პასუხად უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან ამ უკანასკნელის სახელმწიფოს ჯარების კონცენტრაციაზე ისაუბრა.

”რუსი კოლეგები აცხადებენ, რომ ეს შეხვედრა მათთვის დისკომფორტის შექმნის მიზნით გაიმართა. წარმოიდგინეთ დისკომფორტი, როდესაც შენი სახელმწიფოს საზღვრებთან 100 ათასი ჯარისკაცია თავმოყრილი, ზუსტად ისე, როგორც უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან. ჩვენთვის საქმე მშვიდობასა და უსაფრთხოებას ეხება. საქმე გაეროს ქარტიის დაცვას ეხება, რომელიც წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოების უზრუნველყოფას გვკარნახობს. ეს არ არის რიტორიკა და ეს საკითხი მხოლოდ ვაშინგტონსა და მოსკოვს არ ეხება, ეს წევრი სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფას ეხება”, – განაცხადა აშშ – ის ელჩმა გაეროში ლინდა თომას გრინფილდმა.

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე კრიზისში ჩართულმა მხარეები საჯაროდ პირველად ისაუბრეს.

“რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის მზადებასთან დაკავშირებით, რომელიც თქვენი მტკიცებით რამდენიმე კვირაში ან სულ რამდენიმე დღეში უნდა მოხდეს,  არცერთი მტკიცებულება არ წარმოგიდგენიათ. სამაგიეროდ ეს ხელს არ უშლის გარკვეულ ძალებს პანიკა დათესონ, რომელიც უკვე მოქმედებს უარყოფითად უკრაინის მეზობელ სახელმწიფოებზე. ჩვენი დასავლელი კოლეგები დეესკალაციის აუცილებლობაზე საუბრობენ, მაგრამ ისინი თავად ძაბავენ მდგომარეობას, ომზე საუბარი უკვე პროვოკაციაა, თქვენ ომისკენ მოგვიწოდებთ და ომი გსურთ”, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის ელჩმა გაეროში ვასილი ნებენჟიამ.

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომიდან მალევე მოსკოვიდან ვაშინგტონში წერილი გააგზავნეს, სადაც უკრაინაში არსებული კრიზისის მოგვარების რუსული ვერსია არის წარმოდგენილი.

მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიურმა მოლაპარაკებებმა ამ ეტაპამდე განსაზღვრული შედეგები ვერ მოიტანა, მოლაპარაკებების პროცესი გრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend