მთავარიევროპაშვედეთიგეტებორგის კინოფესტივალზე აუდიტორიას ჰიპნოზი გაუკეთეს

გეტებორგის კინოფესტივალზე აუდიტორიას ჰიპნოზი გაუკეთეს

შვედეთში კინოში მისულ მაყურებელს ფილმის ჩვენებამდე ჰიპნოზი ჩაუტარეს. გეტებორგის კინოფესტივალის ახალი ექსპერიმენტის მიზანია, მაყურებელს ფილმის ყურების გამოცდილება გაუუმჯობესოს.

სეანსის დაწყებამდე სხვა ფილმების ტრეილერების ნაცვლად, ფესტივალზე აუდიტორიას ჰიპნოტიზიორმა სავარჯიშოები გააკეთებინა

„ვეცადე ის შემესრულებინა, რაც ჰიპნოტიზიორმა დაგვავალა. გვითხრა, რომ შეგვეგრძნო სხვადასხვა ქსოვილის, კანისა და თმისა ტექსტურა. კონცენტრირება ადვილი იყო, რადგან ოთახში ძალიან ბნელოდა“, – იხსენებს ფესტივალის სტუმარი ლუისი.

ჯონა ამბობს, რომ სხვადასხვა ქსოვილზე შეხებითა და სუნის შეგრძნების შედეგად უფრო კონცენტრირებული იყო.

„ამ სავარჯიშოების შემდეგ ყურადღება აღარ გეფანტება. შესაბამისად ,მთლიანად ფილმში ხარ ჩართული, მხოლოდ ის გესმის და იმას ხედავ, რაც ფილმში ხდება”, – თქვა მან.

კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, გასულ წელს ფესტივალზე ფილმის ჩვენება მხოლოდ ერთი მაყურებლისთვის გაიმართა. ეს ერთადერთი მაყურებელი გადაღლილი ექთანი იყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend