მთავარი გადაცემები კუბი ტვიტერმა მთავრობებისგან კონტენტის წაშლის თაობაზე რეკორდული რაოდენობის მოთხოვნა მიიღო

ტვიტერმა მთავრობებისგან კონტენტის წაშლის თაობაზე რეკორდული რაოდენობის მოთხოვნა მიიღო

იმ მონაცემების მიხედვით, რომელიც ტვიტერის მუშაობას შეისწავლის,  გასული წლის იანვირდან ივნისის ჩათვლით  მთავრობებმა რეკორდული რაოდენობის კონტენტის, სხვადასხვა პოსტისა და ფოტოს წაშლა მოსთხოვეს პლატფორმის ადმინისტრაციას.

პლატფორმა ტვიტერის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მთავრობებმა გააგზავნეს 43  387 იურიდიული მოთხოვნა იმ კონტენტის წაშლაზე, რომელიც ორასი ათასამდე მომხმარებელმა გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ  იურიდიული მოთხოვნების 95% მოდის 5 ქვეყანაზე. ეს ქვეყნებია: რუსეთი, თურქეთი, ინდოეთი, იაპონია და სამხრეთი კორეა.

ტვიტერის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში უარი თქვა კონტენტის წაშლაზე, ზოგ ქვეყანაში კი კონტენტის გამავრცელებს მოსთხოვა, ნაწილობრივ ან მთლიანად წაეშალათ ინფორმაცია. პლატფორმის წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ ისინი აწყდებიან უპრეცედენტო პრობლემებს, რადგან მთავრობები სულ უფრო აქტიურად ცდილობენ, ჩაერიონ მათ საქმიანობაში და მოითხოვონ კონტენტის წაშლა. „გამოხატვის თავისუფლების დაკარგვის საფრთხე შემაშფოთებელი ტენდენციაა, რომელიც მოითხოვს ჩვენს სრულ ყურადღებას“, – განაცხადა ტვიტერის ვიცე-პრეზიდენტმა.

სოციალური ქსელების გიგანტ კომპანიებს მსოფლიოს მთავრობები და მარეგულირებელი ორგანოები მუდმივად აკონტროლებენ, თუ რა მასალა ქვეყნდება პლატფორმაზე.  ტვიტერი, ფეისბუკი და გუგლი არაერთხელ გაუკრიტიკებიათ აშშ-ში, რომ შესაბამისად არ ებრძვიან  დეზინფორმაციასა და სიძულვილის ენას თავიანთ პლატფორმებზე.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend