მთავარიმსოფლიოUNITED NATIONSგაეროს საგანგებო სხდომაზე უკრაინის კრიზისზე იმსჯელებენ

გაეროს საგანგებო სხდომაზე უკრაინის კრიზისზე იმსჯელებენ

უკრაინის საზღვართან არსებული დაძაბულობის ფონზე, 31 იანვარს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება. რუსეთის მიმართ დიპლომატიური და ფინანსური ზეწოლა ძლიერდება, რომ მოსკოვმა უკრაინაში სამხედრო შეჭრაზე უარი თქვას. გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა, რომ სხდომაზე რუსეთის მხარეს მოუწევს ახსნა-განმარტება, თუ რატომ ჰყავს რუსეთს ჯარი მობილიზებული.

უკრაინის მხარდასაჭერად კიევში ბევრი დასავლელი პოლიტიკოსი და ლიდერი ჩავიდა. კვირას კიევს კანადის თავდაცვის მინისტრი ანიტა ანანდიც ეწვია. რუსეთი კი უარყოფს, რომ უკრაინაში შეჭრას გეგმავს. მოსკოვის განცხადებით, რუსეთს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა სურს.

“ჩვენ მწარე გამოცდილება გვაქვს, ამიტომ არ გვსურს იმავე გარემოებაში აღმოვჩნდეთ და ჩვენს სტაბილურობას ყოველდღიურად საფრთხე დაემუქროს. ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისევე, როგორც მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან, კარგი და პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა გვსურს“, – ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები კი მოსკოვს აფრთხილებენ, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მკაცრი სანქციები დაეკისრება რუსეთს, მათ შორის რუსულ ბანკებს, რაც ქვეყნის ეკონომიკას საგრძნობლად დააზარალებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend