მთავარიგადაცემებიCULT„ამერიკა კრიზისის დროს“ - საათჩის გალერეაში წარმოდგენილი ახალი გამოფენა ამერიკის რთულ დროებას...

„ამერიკა კრიზისის დროს“ – საათჩის გალერეაში წარმოდგენილი ახალი გამოფენა ამერიკის რთულ დროებას ასახავს

ლონდონის საათჩის გალერეაში წარმოდგენილი ახალი გამოფენა ამერიკის შეერთებულ შტატებში ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე  პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ ცვლილებებს ასახავს.

ფოტოგამოფენის კონცეფცია „ამერიკა კრიზისის დროს“  1960 წელს გაჩნდა.  ეს კონცეფცია ერთმანეთს ადარებს ამერიკულ ოცნებასა და რეალობას ქვეყანაში დიდი ცვლილებების და განხეთქილების დროს.  ხუთი ათწლეულის განმავლობაში გადაღებული ფოტოები თანამედროვე ფოტოების გვერდითაა გამოფენილი.

“1968 წელს ჩარლზ ჰარბატმა და Magnum Photos Bureau-ს დამფუძნებელმა ლი ჯონსმა ორიგინალური პროექტი წამოიწყეს „ამერიკა კრიზისი დროს“, რათა იმ წელს ამერიკის ქუჩებში მიმდინარე ამბები გაეშუქებინათ, რაც ნიქსონის არჩევას უძღოდა წინ.

2020 წლის მაისში აშკარა გახდა, რომ ეს კიდევ ერთი შფოთიანი წელი იქნებოდა კიდევ ერთი არჩევნების წინ. ამიტომ უპრიანი ჩანდა ამ პროექტის განახლება და თანამედროვე ფოტოებით გამდიდრება,“ – განმარტავს სოფი რაითი, გამოფენა „ამერიკა კრიზისის დროს“ კურატორი.

გამოფენა, რომელზეც 40 ამერიკელი ფოტოგრაფის ნამუშევრებია წარმოდგენილი, იმ რთულ მომენტებს ასახავს, რაც ბოლო დროს მთელმა მსოფლიომ მრავლად იხილა…მათ შორის გასულ წელს ამერიკის კაპიტოლიუმის შენობაზე თვადასხმას…როდესაც დონალდ ტრამპის მომხრეები შენობაში შეიჭრნენ.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია რასობრივი უთანასწორობის თემა, რომელიც მოძრაობა „შავკანიანთა სიცოცხლეც მნიშვნელოვანიას“  საკვანძო საკითხია.

ფოტოებს შორის ზორა ჯეი მერფის ნამუშევრებსაც ნახავთ.

“როდესაც ამ საკითხზე ვსაუბრობ, ვამბობ, რომ რასობრივი ჩაგვრის სხვადასხვა ეტაპთან გვაქვს საქმე, თუ როგორ ვითარდებოდა ეს სპეციფიკური ფენომენი. იქნება ეს ლინჩის წესით თვალსაჩინოდ დასჯა, პოლიციის მიერ შავკანიანთა ხოცვა თუ  ე.წ. წითელი ზონების შექმნა, რომელიც მთავრობის მიერ ინიცირებული სეგრეგაცია იყო,“ – ამბობს  ზორა  მერფი.

„ამერიკა კრიზისის დროს“ ისეთ მწვავე საკითხსაც ეხება, როგორიცაა შტატებში იარაღის კონტროლის ირგვლივ მიმდინარე ეროვნული მასშტაბის დავა, ასევე წარმოდგენილია კლიმატის კრიზისის, ციფრული რევოლუციისა და პროდუქტის სატყუარა შეფუთვის პრობლემებიც.

“საათჩის გალერეისთვის უაღესად მნიშვნელოვანია, რომ  საკუთარი პლატფორმა ფოტოგრაფიას დაუთმოს, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც მიმდინარე საკითხებსა და  ახალ ამბებზე ასეთ დიდ გავლენას ახდენს გამოსახულება,“ – გვიხსნის საათჩის გალერეის საპარტნიორო პროექტების დირექტორი  ლაურა უჩელო.

გამოფენა „ამერიკა კრიზისის დროს“ ლონდონის „საათჩის გალერეაში“ აპრილის პირველ რიცხვებამდე გასტანს.

ავტორი: დემონ ემბლინგი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend