მთავარიგადაცემებიგლობალური საუბარირუსეთის ელჩი ევროკავშირში: „რუსეთი არ გეგმავს უკრაინაში ან რომელიმე სხვა ქვეყანაში შეჭრას“

რუსეთის ელჩი ევროკავშირში: „რუსეთი არ გეგმავს უკრაინაში ან რომელიმე სხვა ქვეყანაში შეჭრას“

სანამ დასავლეთსა და რუსეთს შორის მაღალი დონის დიმპლომატიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, დაძაბულობა არ ცხრება. რუსეთმა ათასობით ჯარისკაცი დააყენა უკრაინის საზღვართან, ამერიკამ კი ჯარი განგაშის რეჟიმზე გადაიყვანა და ყოველ წუთს მზადაა ევროპაში შეიყვანოს. არის თუ არა ახლა ომის საფრთხე უფრო ახლოს, ვიდრე ოდესმე ყოფილა? ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე და კრემლის რეგიონის მიმართ არსებულ გეგმებზე „ევრონიუსის“ კორესპონდენტი ეფი კუცოკოსტა ევროკავშირში რუსეთის მთავარ დიპლომატს ვლადიმერ ჩიჟოვს ესაუბრა.
ეფი კუცოკოსტა, ევრონიუსი: მოდით ყველაზე მწვავე კითხვით დავიწყებ.
არის თუ არა რუსეთი მზად უკრაინაში შეიჭრას, თუ ეს ყველაფერი ბლეფია?
ვლადიმერ ჩიჟოვი , რუსეთის ელჩი ევროკავშირში:
„ეს მზადყოფნის საკითხი არ არის. რუსეთი არ გეგმავს შეიჭრას უკრაინაში ან რომელიმე სხვა ქვეყანაში. ეს ბლეფია, რომელიც რუსეთთამ კი არ მოაწყო, არამედ იმ ქვეყნებმა, რომლებიც ახლა მე ვიტყოდი, ისტერიულ მესიჯს ავრცელებენ მთელ ევროპასა და მსოფლიოში.“
ევრონიუსი: ისტერიული მესიჯიო, ასე ბრძანეთ. მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთმა პირველმა დაიწყო სამხედრო იარაღისა და სისტემების განლაგება უკრაინასთან მისაწვდომობის ზღვარზე. თუ ეს არ არის პირდაპირი საფრთხე ქვეყნის სუვერენიტეტისთვის, აბა რა არის?
ვლადიმერ ჩიჟოვი, რუსეთის ელჩი ევროკავშირში:
„გაგიკვირდებათ, რამდენი საბრძოლო იარაღი აქვს განლაგებული ნატოს რუსეთის საზღვრებთან. აღარფერს ვამბობ სამხედრო ბაზებზე და ასე შემდეგ. სტატისტიკის თვალსაზრისით იმასაც დავამატებდი, რომ შავი ზღვისპირეთში რუსეთის საზღვარებზე უნებართვო შემოფრენების რაოდენობა მაგალითად, გასულ წელს 60 პროცენტით გაიზარდა.
ევრონიუსი: იმის თქმა გსურთ, რომ თავს იცავთ. რომ თქვენი უსაფრთხოებისთვის ნატოს მხრიდან სერიოზულ საფრთხეს ხედავთ. მაგრამ თქვენ ათასობით სამხედროს უკრაინის საზღვართან მოუყარეთ თავი. რა დევს ახლა სასწორზე რუსეთისთვის?
ვლადიმერ ჩიჟოვი,რუსეთის ელჩი ევროკავშირში:
„რუსეთისთვის სასწორზე რუსეთის ეროვნული უსაფრთხოება დევს. სწორედ ამ მიზეზის გამო გამოვიდა რუსეთი ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატოს ქვეყნებთან შეთანხმების პროექტის ინიციატივით, რაც ქაღალდზე იურიდიულად სავალდებულო ფორმით გადაიტანს იმ ვალდებულებებს, რაც შეთანხმებული იყო ბოლო 30 წლის განმავლობაში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც ნატომ დადო პირობა, რომ აღმოსავლეთით არ გაფრთოვდებოდა. ამერიკის იმდროინდელი სახელმწიფო მდივნის სიტყვებით რომ ვთქვა – „არც ერთი დიუმით“. ამის შემდეგ კი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების ხუთი ტალღა ვიხილეთ. ასე რომ, როდესაც დღეს ზოგიერთი აღშფოთებულია იმის გამო, რომ რუსეთი ნატოსთან ახლოს მიდის, რუსეთი კი არ მიდის ახლოს ნატოსთან, ეს ნატო მიდის რუსეთთან ახლოს.
ევრონიუსი: მაგრამ რუსეთმა, როგორც თქვენ ბრძანეთ, თავისი მოთხოვნები წამოაყენა, რომელთა შორისაც არის ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შეწყვეტა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების ამბიციის დამაჯერებელი განულება. მაგრამ ხომ არ არის ეს საბჭოეთის დროინდელი გავლენის სფეროების აღდგენის მცდელობა? ამის გაკეთებას ხომ არ ცდილობთ?
ვლადიმერ ჩიჟოვი, რუსეთის ელჩი ევროკავშირში:
„არა. ბოლო რამდენიმე კვირისა და თვის განმავლობაში დასავლეთი – იქნება ეს ამერიკის შეერთებული შტატები თუ ნატო ან თუნდაც ევროკავშირი – მუდმივად იმეორებს პრინციპს, რომ ყველა სუვერენულ ქვეყანას აქვს საკუთარ უსფართხოებაზე ზრუნვის უფლება და ნატოს კარი ღიაა ყველასთვის. მაგრამ ჩემი აზრით, ისინი ყოველთვის ტოვებენ ამ ფორმულის მეორე ნაწილს, რომელიც ჯერ კიდევ 1999 წელს სტამბოლში შეთანხმდა. შემიძლია ციტატა მოვიყვანო იმ ევროპის უსაფრთხეობის ქარტიიდან: „ ყოველი მონაწილე სახელმწიფო სარგებლობს უსაფრთხოების თანაბარი უფლებით. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ თითოეული სახელმწიფო თავისუფალია აირჩიოს და შეცვალოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები თავის განვითარებასთან ერთად, მათ შორის ალიანსის ხელშეკრულებები.“ ნატო არ განვითარებულა, გარდა ამისა: „თითოეულ სახელმწიფოს აქვს ნეიტრალიტეტის უფლება. ყოველმა მონაწილე სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს ყველა სხვა დანარჩენის უფლებებს ამ კუთხით და არ უნდა გააძლიეროს საკუთარი უსაფრთხოება სხვა სახელმწოფოების უსაფრთხოების ხარჯზე.“

ევრონიუსი: იმის თქმა გსურთ, რომ უკრაინის, ან სხვა პოსტ-საბჭოური დემოკრატიული ქვეყანის ამბიცია – გახდეს ალიანსის წევრი – საფრთხეს წარმოადგენს თქვენი, რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის?
ვლადიმერ ჩიჟოვი, რუსეთის ელჩი ევროკავშირში:
„ნებისმიერ უსაფრთხოების ალიანსში შესვლის ნებისმიერ ამბიცია, ნებისმიერი გეგმა უნდა ითვალისწინებდეს სხვა ქვეყნების, ამ შემთხვევაში მეზობელი ქვეყნების, ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს. ნატოს ღია კარის პოლიტკა ისეა შედგენილი, თითქოს ნატო ვაკუუმში არსებობს, თითქოს ნატოს ირგვლივ სხვა არავინ არის.“
ევრონიუსი: ესე იგი თქვენ ყველა ვერსიას განიხილავთ, მათ შორის სამხედრო ესკალაციასაც?
ვლადიმერ ჩიჟოვი, რუსეთის ელჩი ევროკავშირში: „არა, ბირთვულ ომს არა.“

ევრონიუსი: კარგია რომ მითხარით. მაგრამ ნებისმიერ სამხედრო ესკალაციას, უკრაინაში ნებისმიერი გზით შეჭრას?
ვლადიმერ ჩიჟოვი, რუსეთის ელჩი ევროკავშირში:
„ჩვენ გვჯერა დიპლომატიის, და იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი დიალოგის მონაწილეები აქ ევროპასა და ატლანტის ოკეანის გაღმაც იმავე პრინციპს მიჰყვებიან, რომ ნებისმიერი აზრთა სხვადასხვაობა დიპლომატიური გზებით უნდა გადაიჭრას.“

ევრონიუსი: ნებისმიერი სამხედრო დაპირისპირება საფრთხეს უქმნის ასევე მაგალითად, გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი ორის“ ამოქმედებას. მიგაჩნიათ თუ არა ეს რეალურ საფრთხედ და უღირს რუსეთს ამის დაშვება?
ვლადიმერ ჩიჟოვი, რუსეთის ელჩი ევროკავშირში:
„იცით ეს მხოლოდ „ჩრდილოეთის ნაკადი ორს“ კი არ ეხება, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოებას. ევროპის უსაფრთხოების სისტემას, როგორც ეს ყველამ გავითვალსიწინეთ 1975 წელს ჰელსინკიში.

ევრონიუსი: მაგრამ თქვენ არ მიპასუხეთ „ჩრდილოეთის ნაკადი ორთან“ დაკავშირებით. ხომ არ გეშინიათ, რომ ეს პროექტი ჩაიშლება?

ვლადიმერ ჩიჟოვი, რუსეთის ელჩი ევროკავშირში:
„ჩემი აზრით, პირველ რიგში ევროპელ მომხმარებელს უნდა ეშინოდეს, რადგან მას მოუწევს შედარებით იაფი რუსული ბუნებრივი აირის გარეშე ცხოვრება, რომელიც უხვად მიეწოდება და მას სახლის გათბობის სხვა გზის გამონახვა მოუწევს. ზამთარი კი ჯერ არ გასულა. და რასაკვირველია, საკუთარ ოჯახს ელექტროენერგია უნდა მიაწოდოს.“

ევრონიუსი: მაგრამ რუსეთსაც ძვირი დაუჯდება, მილიარდობით ევრო.
ვლადიმერ ჩიჟოვი, რუსეთის ელჩი ევროკავშირში:

ვლადიმერ ჩიჟოვი, რუსეთის ელჩი ევროკავშირში:
„რუსეთი იპოვის, სად გაყიდოს ბუნებრივი აირი“.
ავტორი: ეფი კუცოკოსტა

უახლესი

სხვა ამბები

00:02:20
spot_imgspot_img
Send this to a friend