ბელარუსიდან ე.წ. „ჰიბრიდული თავდასხმების“ შესაჩერებლად, პოლონეთმა აღმოსავლეთ საზღვარზე 394 მილიონი დოლარის ღირებულების კედლის მშენებლობა დაიწყო.
ვარშავა და ევროკავშირი მიიჩნევენ, რომ ბელარუსი მიგრანტებს ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის იყენებს და მათ საზღვრის გადაკვეთას აიძულებს.
მიგრანტებთან დაკავშირებული პრობლემა ზაფხულში დაიწყო, თუმცა დღეს შედარებით მშვიდი სიტუაციაა.
უფლებადამცველები თვლიან, რომ მიგრანტებისთვის კედელი დაბრკოლება არ იქნება.
“კედელი მხოლოდ სუსტებსა და ავადმყოფებს შეაჩერებს და არა სასოწარკვეთილ ადამიანებს, რომლებიც საზღვრის გადაკვეთით ცდილობენ საფრთხეს გაექცნენ. პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე ამ დღეებში სიმშვიდეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მიგრანტები იქ არ არიან. ჩვენ თითქმის ყოველდღე ვაკვირდებით ტერიტორიას. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ პირველიდან 20 იანვრამდე დახმარება 350-მა ადამიანმა ითხოვა, მათგან 51 ბავშვია“, – ამბობს აქტივისტი ნატალია გებერტი.
საზღვრის მახლობლად ტყეებში სულ მცირე 12 მიგრანტი დაიღუპა. ზამთრის დადგომასთან ერთად მდგომარეობა გაუარესდა.
ბელარუსის საზღვართან პოლონეთის ნაწილი ჯერ კიდევ კონტროლის გარეშეა, ამიტომ გაურკვეველია, რა მდგომარეობაშია არიან იქ მყოფი მიგრანტები.