მთავარი გადაცემები კუბი ფეისბუკზე გაუქმებული გვერდები ტიკტოკზე გააქტიურდნენ

ფეისბუკზე გაუქმებული გვერდები ტიკტოკზე გააქტიურდნენ

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ კვლევაში წარმოდგენილია ანგარიში, რომელიც მოიცავს 2021 წლის 2 აგვისტოდან 6 ნოემბრამდე შეგროვებულ მონაცემებს. ამ პერიოდში ორგანიზაციამ შეისწავლა  ტიკტოკის აქტიური 63 არხი.  დაკვირვებისთვის შეირჩა არხები, რომლებსაც ამ პერიოდში გამოქვეყნებული აქვთ სულ მცირე 1 ვიდეო და მათ პოლიტიკური მიზნით, ანონიმურად ან ღიად ეწეოდნენ მადისკრედიტირებელ, მხარდამჭერ ან პროპაგანდისტულ კამპანიებს.

ორგანიზაციის კვლევის  მიხედვით, კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო სოციალურ ქსელ ფეისბუკზე დაბლოკილმა ჯგუფებმა გადაინაცვლეს ტიკტოკზე, მათ შორისაა „ალტინფოს“ ქსელი, რომელმაც ახლახან დააფუძნა პარტია, სახელწოდებით „კონსერვატიული მოძრაობა“. კვლევის მიხედვით, პოლიტიკური შინაარსის არხებზე ოპოზიციის მადისკრედიტირებელი კამპანია უფრო მასშტაბურია, ვიდრე მმართველი პარტიის საწინააღმდეგო.

მკვლევრებმა შეისწავლეს და დაადგინეს, რომ „ქართული ოცნების“ 8 მადისკრედიტირებელი არხი არსებობს. მათ გამოქვეყნებული ჰქონდათ 393 ვიდეო, ხოლო ოპოზიციის იყო 14, მათ კვლევის პერიოდში 471 ვიდეო გამოაქვეყნეს. ყველაზე დიდი ინტერაქცია ანუ მოწონება და კომენტარები ტიკტოკზე პროპაგანდისტულ არხებს ჰქონდათ.  ჯამურად პროპაგანდისტული გზავნილების გამავრცელებელ არხებზე ვიდეოების მნახველთა რაოდენობა 19 მილიონს აღწევს.

გრაფიკა: სამართლიანი არჩევნები

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, ტიკტოკის აუდიტორია პოზიტიურ პოლიტიკურ კამპანიებში უფრო მეტად ერთვება. მაგალითად, ოპოზიციის, ისევე, როგორც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ვიდეოების მნახველთა რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე მადისკრედიტირებელი არხების ვიდეოებისა.

გრაფიკა: სამართლიანი არჩევნები

კვლევის მიხედვით, ტიკტოკზე ჭარბობს მედიის მასალის გამტარი არხებიც. ეს ის არხებია, რომლებიც თავიანთი სახელწოდებით, ლოგოთი ან ინფორმაციით ქმნიდნენ შთაბეჭდილებას, რომ წარმოადგენენ საინფორმაციო არხებს. ტიკტოკზე ასეთ სამი არხი მოქმედებდა, მათ ჯამში 270 ვიდეო გამოაქვეყნეს.

ხშირად უკავშირებენ ერთმანეთს  პოლიტიკასა და პანდემიას, ამიტომ პროპაგანდისტული გვერდები ხშირად გამოირჩევიან ანტივაქსერული კონტენტით. ისინი იყენებენ შესაბამის ჰეშთეგებს. მაგალითად, ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ დააკვირდა რამდენიმე ასეთ არხს და აღმოჩნდა, რომ მათ 64 ჯერ გამოიყენეს ჰეშთეგი #არაკოვიდფაშიზმს.  ამ პლატფორმაზე აღნიშნულ ჰეშთეგს 1,4 მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend