მთავარიაზიაავღანეთიდაახლოებით 850 ავღნელმა ქალმა თავშესაფარი საბერძნეთში იპოვა

დაახლოებით 850 ავღნელმა ქალმა თავშესაფარი საბერძნეთში იპოვა

ჰასინა თავის მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად საბერძნეთში ოქტომბერში ჩავიდა. ის ავღანეთში 1300 მოსამართლე ქალიდან ერთ-ერთი იყო. თუმცა ყველაფერი შეიცვალა, როდესაც  2021 წლის აგვისტოში მოულოდნელად “თალიბები“ მოვიდნენ ხელისუფლებაში.

”როდესაც მათ ქაბული აიღეს, პირველი, რაც გააკეთეს ყველა კრიმინალის ციხიდან გათავისუფლება იყო, იმ კრიმინალების, რომელთაც მე  ციხეში ვუშვებდი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის. მათ უნდოდათ, შური ეძიათ ჩემზე, ან დამიხოცავდნენ შვილებს ან მომტაცებდნენ. ამიტომ გარეთ გასვლა აღარ შემეძლო”, – იხსენებს ჰასინა.

ჰასინა ერთ-ერთი ავღანელი ქალია, რომელმაც სექტემბრიდან ოჯახთან ერთად დროებითი თავშესაფარი ათენის ქალთა ცენტრში იპოვა.

აქ მყოფთა უმეტესობა მოსამართლე, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი ან სამოქალაქო აქტივისტია. დახმარების მსურველებს თავშესაფარი მისცეს და ახლა საცხოვრებელ და ძირითადი საჭიროებების ხარჯებსაც უნაზღაურებენ.

ცენტრი მათ იურიდიულ კონსულტაციას უწევს, ხელს უწყობს განათლების მიღებაში, ფსიქოლოგიურ დახმარებასა და სოციალურ ინტეგრაციაში.

”ჩვენ გვსურდა, რომ ისინი უსაფრთხო სივრცით უზრუნველგვეყო იმ საქმისთვის, რომელსაც ისინი ამდენი ხნის განმავლობაში ეწეოდნენ ავღანეთში.  ნელ-ნელა მათ კვლავ დაიწყეს  ფიქრი იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ”, – ამბობს ცენტრის დამფუძნებელი ნადინა ქრისტოპულუ.

დაახლოებით 850 ავღანელმა ქალმა ოჯახებთან ერთად  დროებითი თავშესაფარი საბერძნეთში იპოვა.

ბოლო თვეების განმავლობაში საბერძნეთი მუდმივად აძლიერებდა უსაფრთხოებასა და მეთვალყურეობას თურქეთთან დამაკავშირებელ საზღვაო და სახმელეთო საზღვრებზე, რომლებიც მთავარი მარშრუტებია ავღანელი მიგრანტებისთვის.

„ბოლო ორ, ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში საბერძნეთი ატარებს მკაცრ, მაგრამ, ჩვენი აზრით, სამართლიან მიგრაციულ პოლიტიკას. ამ თვალსაზრისით, ჩვენ შეიძლება გავამკაცროთ წესები, რა თქმა უნდა, ევროკავშირის მითითებების ფარგლებში. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა დაივიწყებს თავის ჰუმანიტარული მისიას”, – ამბობს გენერალური მდივანი მიგრაციის კუთხით პატროკლოს გეორგიადისი.

ზოგიერთ ავღანელ ქალს უკვე შესთავაზეს თავშესაფარი კანადიდან და ესპანეთიდან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend