მთავარისაქართველო„ათი წელი ვაშენებდი" - ერთ დღეში დანგრეული სახლები

„ათი წელი ვაშენებდი” – ერთ დღეში დანგრეული სახლები

კახა ილურიძე შშმ პირია. ამბობს, რომ ამ სახლს ათი წელი საკუთარი ძალებით აშენებდა. დღეს კი მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურმა დაუნგრია. გვიყვება, რომ ამ ტერიტოიაზე ის სამ ძროხას უვლიდა. მომზადებულ რძის პროდუქტებს ყიდდა, რითიც ბანკის ვალს იხდიდა.

„უსახლკარო არ ვარ, მაგრამ ბანკში მაქვს ჩადებული. ათი წელი რომ დავკარგე და აქ ვმოძრაობდი? ათი წელი მთელი ცხოვრებაა. აქედან ვერ წავალ მე. ფერმა მაქვს, ამით ბანკში ვიხდი. უნდა მოვუარო, ცხოველები მყავს, ვთესავ, ვხნავ და ბანკში შემაქვს“, – გვიყვება კახა ილურიძე.

კახა ილურიძე 2015 წელს ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიის დროს დაზარალებულია. მაშინ მისი სახლი სრულად განადგურდა. ამბობს, რომ  გარდა კომპენსაციისა, რომელიც მაშინ გადაუხადეს, მიწის ფართსაც დაჰპირდნენ, თუმცა არაფერი მიუღია.

„რატომ უნდა გაეკეთიბანათ ტყუილით? ეთქვათ, არ გაძლევთ და მიხედე შენს საქმეს. იმის თავიც არ ჰქონდათ, რომ ასე ეთქვათ. მომატყუეს“…

გარდა კახა ილურიძის სახლისა, დღეს ორხევში კიდევ ოთხი სახლი დაანგრიეს. თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ეს სახლები აქ უკანონოდ იყო აშენებული და არავის მისცემს უფლებას სახელმწიფო მიწები მიიტაცოს.

„არავის არ მიეცემა შესაძლებლობა, რომ მოხდეს სახელმწიფო მიწების დატაცება. მითუმეტეს, როდესაც ხდება მოკვლევა, თუ ვინ არიან ეს ადამიანები. სინამდვილეში ეს ადამიანები არიან, რომლებიც ფლობენ მიწის ნაკვეთებს რეგიონებში, ეს ადამიანები არიან, რომლებიც ფლობენ ბინებს დედაქალაქში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა ილურიძე ამბობს, რომ 2015 წელს მოატყუეს და თბილისის მერთან შეხვედრას ითხოვს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend