საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ სანაკრებო კარიერა დაასრულა. 35 წლის ნახევარმცველმა “ჯვაროსანთა” მაისურით 100 შეხვედრა გამართა და 10 გოლი გაიტანა. კანკავას დებიუტი საქართველოს ნაკრებში 2004 წელს შედგა.
საქართველოს ნაკრების კაპიტნის სამკლაური კანკავამ ყველაზე მეტჯერ, 62-ჯერ მოირგო.
Copyright © Euronews Georgia 2023