მთავარიგადაცემებიგლობალური საუბარითევზის მონიტორინგი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს

თევზის მონიტორინგი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს

ყოველ წელს ექვსი კვირის განმავლობაში სამეცნიერო გემი Celtic Explorer-ი ირლანდიის სანაპიროსთან ატლანტის ოკეანის შელფს იკვლევს, სადაც მისი 170 საცდელი სადგურია განლაგებული.

ზღვის ინსტიტუტის ეს სამეცნიერო გუნდი, რომელსაც დევიდ სტოკესი ხელმძღვანელობს, ცდილობს დაადგინოს, თუ რამდენი ლიფსიტა გამოიჩეკა გასული წლის განმავლობაში, ან რამდენად დიდია მათი რაოდენობა, რათა ზღვაში თევზჭერის შედეგად შემცირებული თევზის მარაგი შეავსოს. ერთი სიტყვით, არკვევს, რამდენად გამართლებულია ამ ადგილებში კომერციული თევზჭერა ეკოლოგიური თვალსაზრისით.

„ჩვენ ზღვაში წლის ამ დროს გავდივართ და იმიტომ ვიჭერთ თევზს, რომ გავზომოთ და შევაფასოთ სხვადასხვა თევზისა  და ღრმა წყლის თევზის ყველა სახეობის პარამეტრები  — ეს თევზის ის სახეობაა, რომელიც ძირითადად ზღვის ფსკერზე ცხოვრობს და იკვებება. ჩვენ ვატარებთ ცდებს და ვაფასებთ, თევზის რაოდენობა გაიზარდა თუ შემცირდა. განსაკუთრებით ლიფსიტებს ვაქცევთ ყურადღებას,“ – ამბობს დევიდ სტოკესი, IGFS 2021-ის [ირლანდიის თევზის მონიტორინგის პროექტი ] :უფროსი მეცნიერ-მუშაკი.

სამეცნიერო გუნდი თითოეულ საცდელ სადგურზე სპეციალურ ბადეს შლის, რომელიც წვრილი თევზის დასაჭერადაა გათვლილი.

ეს გემი განსხვავდება კომერციული თევზმჭერებისგან, რომლებიც უფრო მსხვილ ნახვრეტებიან  ბადეს შლიან, რადგან მხოლოდ ზრდასრული თევზის დაჭერა სურთ.

ამ მეცნიერებისთვის კი ლიფსიტების კვლევა მნიშვნელოვანია, რათა განსაზღვრონ, თუ რა რაოდენობის თევზის დაჭერა შეიძლება მომავალში. მათი დევიზია: „კარგია მეცნიერება, რომელიც მდგრად თევზჭერას ემსახურება“.

დევიდ სტოკესი, IGFS 2021-ის [ირლანდიის თევზის მონიტორინგის პროექტი ] უფროსი მეცნიერ-მუშაკი:

„ჩვენ ვისვრით ბადეს ზღვის ფსკერზე და  მას 30 წუთის განმავლობაში ვშლით. მერე ამოვიღებთ და ჩამოვცლით კონტეინერში, საიდანაც თევზი გადადის იმ ოთახში, სადაც  სახეობის მიხედვით ახარისხებენ.“

გემზე შექმნილი ლაბორატორია შუა ზღვაში ჩადგმული ქარხანასავით მუშაობს: მეცნიერები სწრაფად ახარისხებენ თევზს და  კონვეიერიდან შესაბამის ყუთში აწყობენ.

კომერციული თვალსაზრისით, ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ  მომგებიანი თევზის სახეობებს, როგორებიცაა ვირთევზა, ხეკი და სხვა ეკონომიკურად გამართლებული ჯიშები.

თითოეულ თევზს ელექტრონულ დაფაზე ზომავენ. მონაცემებს უწვეტ რეჟიმში უკავშირებენ კომპიუტერის მონაცემთა ბაზას. ამ გზით შეცდომას ადვილად პოულობენ.

„ვზომავთ კომერციული სახეობების სიგრძეს, ვადგენთ მათ სქესსა და ზრდასრულობის დონეს,“ – განმარტავს  შინეიდ ო’ბრაიენი, ზღვის ინსტიტუტის ლაბორანტი.

„ლაყუჩების ქვეშ მოთავსებული ძვლების-ოტოლითის –  მიხედვით კი თევზის ასაკს განვსაზღვრავთ. ეს დაახლოებით ისეა, როგორც ხის ასაკს ადგენენ მორის რგოლების მიხედვით.“

ამ ლაყუჩების ძვლების შესწავლის შედეგად მეცნიერები ზუსტად განსაზღვრავენ ლიფსიტების პროპორციას თევზის საერთო რაოდენობაში.

ზღვის ისეთი სახეობები, როგორებიცაა კრევეტები, კიბორჩხალები და  უხერხემლო ცხოველები,  ზღვის ეკოსისტემის  მონიტორინგს უწყობენ ხელს.

ზღვის ინსტიტუტის თევზჭერის მკვლევარი ჯენიფერ დოილის მიხედვით, ბადეს ამოყოლილი ზღვის ფსკერის ბინადართა კარგი კოლექცია აჩვენებს, თუ რამდენად მრავალფეროვანია ცხოველთა სახეობა კონკრეტულ დროს  კონკრეტულ სადგურზე.

„შესაბამისად, უკვე ვიცით, რომ ამ ადგილას ყოველ წელს გარკვეული რაოდენობის სახეობები გვხვდება. ჩვენთვის ყოველთვის საინტერესოა სახეობათა სიმდიდრე და მრავალფეროვნება,“  – ამბობს ჯენიფერი.

ყველაფერი, რაც ბადეს მოჰყვება, ყუთში თავსდება, მათ შორის პოლიეთილინის ნაგავიც.

თევზმჭერის მონოტორინგის დროს მრავალფეროვანი მონაცემი გროვდება, რომლებსაც მეცნიერები იყენებენ – ეს არის, მაგალითად, წყლის ტემპერატურისა და მარილიანობის მაჩვენებლები ზღვის სხვადასხვა სიღრმეზე ან ზღვის ფსკერის ჰოდროაკუსტიკის აღწერილობა.

ეს მონიტორინგი ევროკავშირის მონაცემთა შეგროვების ჩარჩოს [EU Data Collection Framework [(DCF)]  ფარგლებში ტარდება. ასეთი  კიდევ მრავალი კოორდინირებული კვლევა მიმდინარეობს  ევროპის კონტინენტის ჩრდილოეთ და დასავლეთ სანაპიროებთან.

დევიდ სტოკესი, IGFS 2021-ის უფროსი მეცნიერ-მუშაკი განმარტავს, რომ „ეს კვლევები ყოველ წელს ერთსა და იმავე დროს მიმდინარეობს, როგორც წესი, ოქტომბერსა და ნოემბერში და მასში დაახლოებით 10 ქვეყანა მონაწილეობს, რომლებიც ერთი და იმავე სტანდარტის პროტოკოლს, პროცედურებსა და მსგავს საცდელ მოწყობილობებს  იყენებენ, თუმცა ზუსტად ერთნაირს არა.  საკმაოდ რთულია, რომ დამოუკიდებელი ქვეყნები, განსხავებული ენითა და შესაძლებლობებით, მუდმივად ერთ ფორმატში გყავდეს.  ამიტომ დიახ, ნამდვილად  დიდი საკოორდინაციო სამუშაოებია საჭირო, რომ ყველგან ერთიანი სტანდარტი შეინარჩუნო.“

ყველა მიმდინარე მონიტორინგის შედეგები, რომლებსაც  კვლევითი გემები აწარმოებენ, იგზავნება და ანალიზი უტარდება მთავრობათაშორის ორგანიზაციაში, რომლის სათავო ოფისიც დანიის დედაქალაქ კოპენჰანგენში მდებარეობს.

კოპენჰანგენში მოქმედი ზღვის კვლევის საერთაშორისო საბჭო სწავლობს მეცნიერულ და კომერციულ მონაცემებს და განსაზღვრავს, თუ რა ცვლილებებია მოსალოდნელი ზღვის ეკოსისტემაში – ამზადებს ე.წ. მეცნიერულ რჩევებს იმ უწყებებისთვის, რომლებიც თევზის რეწვას მართავენ.

მარკ დიკეი-კოლასი, ზღვის კვლევის საერთაშორისო საბჭოს მრჩეველთა კომიტეტის ხელმძღვანელი:

„ჩვენს საბჭოში ყველა ქვეყანა აგზავნის კვლევის შედეგებსა და ნადავლის მონაცემებს. ეს ინფორმაცია გადაეცემა მუშა ჯგუფებს, ეს მეცნიერთა  საერთაშორისო გუნდებია, რომლებიც თავს უყრიან ყველაფერს და ამ ინფორმაციას ჩვენს მოდელებს აწვდიან.“

მეცნიერთა რჩევებზე დაყრდნობით, ევროკავშირსა და მის მეზობელ ქვეყნებს შეუძლიათ თევზჭერა შეზღუდონ, რათა გარკვეულ სახეობას აღდგენის საშუალება მიეცეს. ან პირიქით გაზარდონ კვოტა იმ სახეობებზე, რომლებიც უკეთეს მდგომარეობაში არიან.  თუ გავითვალისწინებთ ინტერესთა კონფლიქტს, შეთანხმების მიღწევა ადვილი არ არის.

მარკ დიკეი-კოლასი, ზღვის კვლევის საერთაშორისო საბჭოს მრჩეველთა კომიტეტის ხელმძღვანელი:

„რამდენიმე რთული გამოწვევის წინაშე ვდგავართ: ერთი მხრივ,  აუცილებლია თევზის რეწვის ინდუსტრიასთან ვითანამშრომლოთ, მეორე მხრივ – გარემოსდამცველებთან, რომ მიმდინარე პროცესის შესახებ  სწორი აზრი შეიქმნას, რ, რათა  რჩევის დროს კონსენსუსს მივაღწიოთ.“

 

გარემოსდამცველები ამტკიცებენ, რომ თევზჭერაზე ბევრი კვოტა შესამცირებელია, მაგრამ მეთევზეები შიშობენ, რომ  შემცირებას შესაძლოა მათი გაკოტრება მოჰყვეს.

დანიის ჩრდილოეთ-დასვლეთით პორტ თიბორონში  მეთევზეები მეცნიერების რჩევებს სკეპტიკურად უყურებენი: ისინი თვლიან, რომ  ნადავლი პროგნოზზე გაცილებით უკეთესია,  თუმცა ამბობენ, რომ ხელმისაწვდომ რესურსს სრულად ვერ ითვისებენ მდგრადობაზე გადაჭარბებული ზრუნვის გამო.

ალფრედ ფისკერ ჰანსენი, თიბორონის პორტის მეთევზეთა ასოციაციის ხელმძღვანელი წუხს, რომ მეცნიერთა კონსულტაცია ზოგჯერ მცდარია.

„თევზის რაოდენობა ხან იმატებს, ხან იკლებს. ჩვენ, მეთევზეები, ამას უნდა შევეგუოთ. მაგრამ ნამდვილად მნიშვნელოვანი ის არის, რომ ზოგჯერ დიდი სხვაობაა  რჩევასა და იმას შორის, რასაც ზღვაში ვხედავთ. ხან კლიმატი იცვლება, ხან ვირთევზა ჩრდილოეთით მიდის – იქნებ, დროა, დაკვირვების მეთოდები გააუმჯობესონ!“ – გვიხსნის ალფრედი.

მეთევზეები ამბობენ, რომ სიამოვნებით უზიარებენ საკუთარ მონაცემებს მეცნიერებს –  ახალი ტექნოლოგიების წყალობით ეს გამარტივდა. თიბორონის თევზის აუქციონზე დღეში საშუალოდ 150 ტონა თევზი იყიდება – და მთლიანად ინტერნეტის საშუალებით. ეს მნიშვნელოვანი მონაცემი მეცნიერებისთვისაც ხელმისაწვდომია.

გარდა ამისა, მეთევზეები ხშირად იწვევენ მეცნიერებს თავიანთ თევზმჭერ გემებზე, რათა ისეთი დაკვირვება აწარმოონ, რომელიც მათემატიკური მოდელის შექმნაში დაეხმარებათ.

დანიის მეთევზეთა ასოციაციის უფროსი მეცნიერ-მრჩეველი  მაიკლ ანდერსე თვლის, რომ ისინი –  სამეცნიერო ინსტიტუტები –  და თევზის რეწვის ინდუსტრია შესანიშნავად თანამშრომლობენ.

„ ყოველ შემთხვევაში დანიაში ასეა. რასაკვირველია, ზოგჯერ კამათი და უთანხმოებაც გვაქვს, მაგრამ თანამშრომლობა კარგია. ჩვენი საერთო მიზანია, რომ თევზის რაოდენობა შესაბამისი იყოს, რადგან ეს ყველას ინტერესშია. ყველა აფასებს ამას,“ – ამბობს მაიკლი.

თევზის რეწვის ინდუსტრია რომ გადარჩეს, თევზის კარგი  მარაგი სჭირდება. და მეცნიერული გათვლა, რა ნაკლიც არ უნდა ჰქონდეს მას, მაინც თევზის მარაგის მონიტორინგის საუკეთესო გზად რჩება.

ავტორი: დენის ლოქტიე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend