მთავარისპორტისაქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევრო 2022-ზე მეორე შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ავთანდილ ასათიანის გუნდი აზერბაიჯანის დამარცხების შემდეგ ბოსნია ჰერცეგოვინას დაუპირისპირდა.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის კიდევ ერთ დებიუტანტთან პირველი ტაიმის შემდეგ მინიმალური სხვაობით მარცხდებოდა, თუმცა მეორე ნახევარში თალესისა და ბრუნო პეტრის გოლებით მოიგო და ჯგუფში პირველ ადგილზე გადავიდა.

„ძალიან მიხარია რომ ორი თამაში მოვიგეთ. 6 ქულა გვაქვს და პლეიოფის საგზური მოვიპოვეთ. ახლა ესპანეთთან თამაშზე უნდა ვიფიქროთ. ეს ჩვენთვის დიდი თამაში, დიდი გამოწვევაა. ჩვენი რამდენიმე მოთამაშე ესპანეთის ჩემპიონატში თამაშობს. დავიმსახურეთ ასეთი მატჩების თამაში, ეს შესანიშნავი ჩემპიონატია,” – განაცხადა მატჩის შემდეგ თალესმა.

მომდევნო შეხვედრას ქართველები 29 იანვარს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ და არ დამარცხების შემთხვევაში ჯგუფში პირველ ადგილზე გავლენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend