მთავარიკუბიკომპანია „მეტა“ სუპერკომპიუტერის შექმნაზე მუშაობს

კომპანია „მეტა“ სუპერკომპიუტერის შექმნაზე მუშაობს

სოციალური ქსელის ფეისბუკის კომპანია „მეტა“ უკვე დიდი ხანია, ცდილობს თავისი მოდერაციის სისტემა მთლიანად ხელოვნურ ინტელექტზე გადაიყვანოს. ამის განსახორციელებლად კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა და კომპანია „მეტას“ საინფორმაციო გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ კომპანია ქმნის სუპერკომპიუტერს, რომელიც განკუთვნილია ხელოვნური ინტელექტის კვლევითი პროექტებისთვის.

სუპერკომპიუტერი, რომელსაც უკვე ორი წელია ქმნიან, საბოლოოდ დაეხმარება „მეტას“, შექმნას ბევრად უფრო ძლიერი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც პოტენციურად გადაჭრის ისეთ რთულ პრობლემებს, როგორებიცაა სიძულვილის ენის ამოცნობა სოციალური ქსელის პოსტებსა და კომენტარებში.

ფეისბუკის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა თავის საინფორმაციო ბლოგში აღნიშნა, რომ მეტასამყაროს, რომლის მშენებლობაზე მთლიანად არის გადართული სოციალური ქსელის გიგანტი კომპანია, უნდა ჰქონდეს მექანიკური გამოთვლების დიდი შესაძლებლობა და  ძალა.  ცუკერბერგის მტკიცებით, მათ მიერ შექმნილი სუპერკომპიუტერი თავისი სიძლიერით მსოფლიოში უკვე  მეხუთე ადგილზეა, თუმცა იმედოვნებენ, რომ ზაფხულისთვის ის  ყველაზე სწრაფი იქნება. „იმ გამოცდილებით, რომელსაც ჩვენ ამჟამად ვაგროვებთ მეტასამყაროსთვის, ასევე  ტრილიონ მაგალითზე დაყრდნობითა და ასობით ენის შესწავლით ხელოვნური ინტელექტი კიდევ უფრო განვითარდება“, – წერს ცუკერბერგი თავის ბლოგში.

მეტაში“ იმედოვნებენ, რომ დროთა განმავლობაში სუპერკომპიუტერი შექმნის ხელოვნური ინტელექტის ახალ სისტემებს, რომლებიც შეძლებენ რთული დავალებების შესრულებას, მაგალითად  მასალის რეალურ დროში თარგმნას იმ დიდი ჯგუფებისთვის, რომლებიც სხვადასხვა ენაზე საუბრობენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend