მთავარი გადაცემები გემო დუბაის ბურგერის რესტორანი

დუბაის ბურგერის რესტორანი

მხოლოდ სამ წელიწადში ბურგერის რესტორანების ქსელმა Pickl-ი („პიკლი“)  დუბაის სწრაფი კვების ბაზარი თითქმის დაიპყრონ თავისი ცნობილი ქათმის სენდვიჩით „სანდო“. ეს ქსელი უკვე მეექვსე ობიექტს ხსნის და „ევრონიუსის“ ჟურნალისტი ნატალი ლინდო მის დამფუძნებელს ეწვია, რათა გაეგო, რა არის ამ წარმატების საიდუმლო.

საინტერესოა, როგორ მოახერხა ამ ქსელმა ბურგერის დახლებით სავსე ქალაქში, რომ Pickl-ის სავაჭრო ობიექეტებთან მუდამ  გრძელი რიგი დგას, რომელიც ქუჩაშიც გადის. ადგილობრივი პროდუქტით მოვაჭრე „პიკლის“ ხელმძღვანელს ამაზე უბრალო პასუხი აქვს: „მარტივი და მსუბუქი“ – სწორედ ეს არის ამ კომპანიის ლოზუნგი.

Pickl -ის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა სტივ ფლოვითმა პირველი ობიექტი 2019 წელს გახსნა დუბაის საქმიან უბანში. იგი მანამდე მაღალი კლასის რესტორნებში მუშაობდა და სურდა, მაღალი ხარისხი სწრაფი კვებსი სექტორშიც დაენერგა.

სამი წლის შემდეგ, კომაპნიას უკევ რვა სწრაფი კვების ობიექტი აქვს და „პიკლის“ სახელი ქათმისა და საქონლის ბურგერებთან ასოცირდება. ბოლო დროს კი ვეგენეტარიანული ბურგერებითაც გაითქვა სახელი.

სტივისა და მისი გუნდის მიზანი იაფი, მაგრამ ახალი პროდუქტებით დამზადებუბული ბურგერის შეთავაზება იყო ბაზრისთვის. აქ ყველის ბურგერი დაახლოებით 7.20 დოლარი ღირს.

ამ სწრაფი კვების ქესლში ხორციც, საწებლებიც, მწნილიცა და სხვა ინგრედიენტებიც რამდენადაც შესაძლებელია ადგილობრივი წარმოების პროდუქტით მზადდება.

სტივი ამბობს, რომ ხარისხი მისი ქსელის წარმატების მთავარი საფუძველია.

„ყველა პროდუქტი, რითაც შეკვეთას ვამზადებთ ახალია. ქათამი  არ შეიცავს ჰორმონებსა და ანტიბიოტიკს. ყველაფერს თავად ვამზადებთ. და მხოლოდ საკუთარი რეცეპტით“, – ამბობს სტივი.

„მარტივი და მსუბუქი“ მიდგომა „პიკლში“ ყველგან და ყველაფერში იგრძნობა. ასეთია მისი ყველაზე ცნობილი ბურგერი„ცხარე ნეშვილის ქათამი სანდო“. .“

წითლად დაბრაწული ბურგერი ხარისხიანი ქათმის ნაჭრით იწყება.

„ქათამს  წინასწარ ვდებთ მარილწყალში და მთელი ღამე ვტოვებთ და მერე ნაზავ ფქვილში ამოვგანგლავთ“, – განმარტავს სტივი.

ფქილის ნაზავი შემადგენლობა საიდუმლოა, თუმცა 13 ინგრედიენტს შეიცავს. დამუშავებული ქათმოს ნაჭერს დოში ალბობენ და ფქვილში კიდევ ერთხელ ამოგანგლავენ. ასე ქათამი უფრო ხრაშუნა გამოდის მას შემდეგ, რაც ხუთი წუთით მდუღარე ზეთში შეიწვება.

ამის შემდეგ „ნეშვილის სანდო“  კიდევ ორჯერ შეიკმაზება –  ჯერ ცხარე სანელებლებით შეზავებულ ზეთში იდება და იწურება, მერე ზემოდან რამდენიმენაირი ცხარე წიწაკის ნაზავი ფხვნილს აფრქვევენ.

„12 სხვადსხვა სანელებელს ვიყენებთ.  ვიღებთ ნედლ წითელ წიწაკას, ვაშრობთ 72 საათის განმავლობაში და სხვადასხვა სიმსხოზე ვფქვავთ. ახლა ვიწყებ აწყობას და აქ უკვე ხელთათმანს ვიცვამ. აი ასეთი საოცარი წვნიანი და დაბრაწული ქათამი გამოდის“, – ამბობს სტივი.

ამ ბურგერის ქსელის კიდევ ერთი საიდუმლოა მწნილი. ისიც 12 ინგრედიენტს შეიცავს.

მომხმარებელს „პიკლის“ ბურგერი იმიტომ უყვარს, რომ აქ ყოველ ჯერზე ყველა დეტალს ითვალისწინებენ. სტივი ამბობს, რომ მისი მიზანი მხოლოდ კარგი ბურგერის დამზადება კი არ არის, არამედ ბურგერის ადგილზე მოწეული პროდუქტით დამზადებაა, ისეთის, როგორითაც დუბაის შეუძლია საერთაშირისო მასშტაბით კი იამაყოს. ამიტომ იგი გლობალურ დონეზეც აპირებს ფრანჩაიზინგის გატანას.

„აქ კვების შესანიშნავი ადგილებია. მაგრამ ჩვენ დავინახეთ, რომ ბაზარზე იყო ნიშა,  არა უბრალოდ საოცარი პროდუქტის, არამედ ბრენდული პროდუქტის ნიშა, რომელსაც ხალხს სახლში მივართმევდით“, – ასე განმარყავს სტივი, თუ როგორ შეიქმნა „პიკლი.“

 

 

უახლესი

სხვა ამბები

დუბაიდუბაი

Send this to a friend