მთავარიმსოფლიოევროპაევროპის ქვეყნებში ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება

ევროპის ქვეყნებში ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება

ნიდერლანდებში ომიკრონით ინფიცირებულთა რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 65325 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ცარიელია ქუჩები, საკლასო ოთახები, თეატრები. ნიდერლანდებში მუზეუმები და თეატრები კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების გასაპროტესტებლად დროებით სალონებად და სპორტულ დარბაზებად გადაკეთდა.

პროტესტი ოთხშაბათს მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზოგიერთი ბიზნესისთვის შეზღუდვები შეემსუბუქებინა. რეგულაციების შემსუბუქება არ ეხება მუზეუმებსა და თეატრებს.

,,ბრედაში მაღაზია „იკეა“ ღიაა, მაგრამ თეატრი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ უსაფრთხოდ უყურონ სპექტაკლს, დაკეტილია. ამ დროისთვის საზოგადოებისთვის ადგილობრივი ხელისუფლება ასოცირდება მხოლოდ პოლიციელებთან და საზოგადოებრივი სამსახურის თანამშრომლებთან, რომლებიც  ჯარიმებსა და ხელკეტებს იყენებენ. თუმცა იმავე საზოგადოებას, რომელიც ამხელა ზეწოლის ქვეშ იმყოფება, იმედი აქვს, რომ დავიცავთ მათ ინტერესებს. ჩვენ უნდა  ვაჩვენოთ, რომ ერთად ვართ ამ რთულ დროს“, – განაცხადა ქალაქ ბრედის მერმა პოლ დეპლამ.

ომიკრონის სწრაფად გავრცელების გამო გერმანიაში ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 56 ათასით გაიზარდა. ფედერალური მთავრობის ექსპერტებმა განიხილეს ჯანდაცვის სისტემაში არსებული გამოწვევები.

,,ფედერალური მთავრობის ექსპერტები ამბობენ, რომ ჯანდაცვის სისტემა გადატვირთულია. ექსპერტთა საბჭომ მკაფიო გაფრთხილება გასცა, რომ ინფექციური პროცესი მოითხოვს მიმდინარე რეგულაციების შენარჩუნებას და მკაცრად დაცვას“, – განაცხადა ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის შტატის პრემიერმა ენდრიკ უესტმა.

ხორვატიაში კი ომიკრონის სწრაფად გავრცელების პარალელურად ვაქცინაციის დაბალი ტემპია. ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. საზოგადოების ნაწილი კი კვლავ აპროტესტებს პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend