რაფაელ ნადალმა ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ესპანელმა ჩოგბურთელმა მეოთხედფინალში დენის შაპოვალოვი 3:2 დაამარცხა. ნახევარფინალში ნადალის მეტოქე გაელ მონფილსსა და მატეო ბერეტინის შორის გამარჯვებული იქნება.
ავსტრალიის ღია პირველობის მოგების შემთხვევაში ნადალი პირველი ჩოგბურთელი გახდება, რომელსაც გრანდ სლემზე 21 გამარჯვება აქვს. ნადალს, როჯერ ფედერერსა და ნოვაკ ჯოკოვიჩს გრანდ სლემი 20-20-ჯერ აქვთ მოგებული.