მთავარიევროპაუკრაინავოლოდიმირ ზელენსკი: ენერგეტიკული თუ ეკონომიკური მდგომარეობა სტაბილურია

ვოლოდიმირ ზელენსკი: ენერგეტიკული თუ ეკონომიკური მდგომარეობა სტაბილურია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ბოლო სხდომის შემდეგ თავის მოქალაქეებს სიტყვით მიმართა. მან მოსახლეობას ქვეყანაში არსებული ვითარება გააცნო.

“უკრაინის აღმოსავლეთში სიტუაცია ჯერჯერობით კონტროლს ექვემდებარება. ყველას სიმშვიდისკენ მოგიწოდებთ. ენერგეტიკული თუ ეკონომიკური მდგომარეობა სტაბილურია. ქვეყანას გათბობა ჩვეულებრივ მიეწოდება, ამიტომ პანიკის საფუძველი არ არის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების მობილიზაცია გრძელდება. პენტაგონის განცხადებით კი, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება დაახლოებით 8500 ამერიკელი ჯარისკაცი მზადყოფნაშია.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:20
spot_imgspot_img
Send this to a friend