მთავარისპორტიგარდაიცვალა ოლიმპიური ჩემპიონი ქეთევან ლოსაბერიძე

გარდაიცვალა ოლიმპიური ჩემპიონი ქეთევან ლოსაბერიძე

ლეგენდარული ქართველი მშვილდოსანი, ქეთევან ლოსაბერიძე 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ქეთევან ლოსაბერიძე 1980 წელს მოსკოვში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა და ამავე წელს იგი საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა. ქართველმა მშვილდოსანმა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის ტიტული გუნდურ ჩათვლაში ორჯერ მოიპოვა, გახდა ევროპის აბსოლუტური ჩემპიონი.

ქეთევან ლოსაბერიძეს მინიჭებული აქვს სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება, გახდა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი. ის საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზეც მუშაობდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend