მთავარიგადაცემებიPostcardsდუბაი - ახალი გლობალური საკრუიზო ჰაბი

დუბაი – ახალი გლობალური საკრუიზო ჰაბი

2019 წელს კრუიზის ინდუსტრიამ 130 მილიარდი ევრო შეიტანა გლობალურ ეკონომიკაში, დაასაქმა მილიონ 800 ათასი ადამიანი და 30 მილიონ მგზავრს მოემსახურა. პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან მოყოლებული ეს ინდუსტრია შეჩერდა და მხოლოდ ახლა განაახლა საქმიანობა.

„ევრონიუსი“ დუბაიში სწორედ მისი საკურიზო პოტენციალის გაცნობის მიზნით ჩავიდა, რადგან იქ რაშიდის პორტში მოქმედი რეგიონის პირველი ორტერმინალიანი საკურიზო პორტი კურიზის ჰაბის განვითარებისთვის მყარ საფუძველს ქმნის, რადგან აქ მსოფლიოს დიდი საკრუიზო გემები შეძლებენ შესვლას. ერთ-ერთი ასეთი საკრუიზო გემი MSC Virtuosa უკვე დგას რაშიდის პორტში და ამ სეზონზე დუბაი საკრუიზო გემებით ნახევარ მილიონ ტურისტს ელოდება.

ეს გემი, რომელზეც 6 ათასი მგზავრი და ეკიპაჟის 1700 წევრი ეტევა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ეკომეგობრული და ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი გემია. და ეს გემი სპარსეთის ყურეს მარტამდე მოემსახურება.

ავტორი: ჯეინ ვიზერსპუნი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend