აფრიკის ერთა თასს ნიგერიის ნაკრები დაემშვიდობა. ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი მერვედფინალში ტუნისის ნაკრებთან დამარცხდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 47-ე წუთზე იუსეფ მსაკნიმ გაიტანა.
ტუნისი მეოთხედფინალში ბურკინა ფასოს 29 იანვარს დაუპირისპირდება, რომელმაც მერვედფინალში გაბონის ნაკრებს სძლია.