დასავლეთისთვის საომარი მოქმედებების ალტერნატივა ეკონომიკური სანქციებია, თუმცა ექსპერტთა აზრი სანქციების ეფექტიანობის თაობაზე არ არის ერთგვაროვანი. ზოგი მიიჩნევს, რომ სანქციების დაწესებისას სექტორების შერჩევაა პრობლემა, ზოგს კი მიაჩნია, რომ რუსეთი დროთა განმავლობაში ადაპტირდება სანქციებთან და რომ ვლადიმერ პუტინს უკვე ეს ბერკეტი აღარ აშინებს.