მთავარიაზიაირანიირანის პრეზიდენტი: ირანი ბირთვული იარაღი შექმნაზე არ მუშაობს

ირანის პრეზიდენტი: ირანი ბირთვული იარაღი შექმნაზე არ მუშაობს

ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისმა რუსეთში ვიზიტი დროს განაცხადა, რომ ირანი ბირთვულ იარაღზე არ მუშაობს.

რაისმა დუმაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ირანის უფლებები დაცული უნდა იყოს.

“ჩვენ ბირთვული იარაღის შექმნაზე არ ვმუშაობთ და ასეთი იარაღი ჩვენს თავდაცვით სტრატეგიაში არც მოიაზრება”, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისმა.

რუსეთის საგარეო მინისტრი სერგეი ლავროვი და ირანის საგარეო მინისტრი ჰუსეინ ამირაბდოლაჰიანი 2015 წლის ბირთვული შეთანხმების შესანარჩუნებლად მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ამერიკის შეერთებული შტატები კი მოლაპარაკებებში კვლავ არ მონაწილეობს.

„შეგვიძლია ეს მოლაპარაკებები წარმატებით დავასრულოთ და ყველა მხარის არგუმენტი გავითვალისწინოთ. თუ შეთანხმებას მომავალ კვირებში ვერ მივაღწევთ, მაშინ ირანის წინსვლა ბირთვულ საკითხებში, რომელიც მას შემდეგ განახლდა, რაც ჩვენ შეთანხმებიდან გამოვედით, შეუძლებელს გახდის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამ შეთანხმებას დაუბრუნდეს“,- განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

პარასკევს ინდოეთის ოკეანეში ირანი, რუსეთი და ჩინეთი ერთობლივ სამდღიან საზღვაო წვრთნებს იწყებენ. ირანის საზღვაო ძალების წარმომადგენლის განცხადებით, წვრთნების მიზანი საერთო უსაფრთხოების გაძლიერებაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend