მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. პრეზიდენტმა ვიდეომიმართვა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა, სადაც ის ამბობს, რომ რუსული აგრესიის რისკები უკვე მრავალი წელია, არსებობს. მისი განცხადებით, ახლა პანიკის საფუძველი შეიძლება გახდეს მხოლოდ ის გარემოება, თუ მოქალაქეები თავად ჩავარდებიან პანიკაში, დაიწყებენ ანგარიშებიდან თანხის განაღდებას, მაღაზიებიდან სურსათის მომარაგებასა და ყალბი ინფორმაციის გავრცელებას.

„რუსეთთან ომის დაწყების შესახებ მუდმივად ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში დაგვესხან თავს. ჩვენ ყველაფერი ვიცით და საფრთხისთვის მზად ვართ. მაგრამ ვცდილობთ, ომი თავიდან ავიცილოთ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უკრაინაში მშვიდობა დიპლომატიური გზით დამყარდეს. ახალი რა არის? განა რვა წელი არ გრძელდება ეს რეალობა? განა 2014 წლიდან არ ცდილობენ შემოჭრას? ომის საფრთხე მხოლოდ ახლა გაჩნდა? ეს რისკები უკვე მრავალი წელია, არსებობს და ის მხოლოდ დღეს არ შექმნილა. ახლა უბრალოდ მეტი აჟიოტაჟია. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. წიწიბურასა და ასანთის საყიდლად სირბილი საჭირო არ არის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend