ამერიკის სახელმწიფო მდივანი კიევშია, კვირის ბოლოს კი ის აპირებს შეხვდეს რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს. ამასობაში, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯებ ტაიპ ერდოღანი რუს და უკრაინელ კოლეგებს სთავაზობს ანკარას, როგორც მოლაპარაკებების პლატფორმას. რა პერსპექტივა აქვს მოლარაკებას იმ ფონზე, როცა მოსკოვს უკრაინის საზღვართან 10 ათასობით სამხედრო ჰყავს მობილიზებული და ამის მიუხედავად დუმის თავმჯდომარე მაინც დასავლეთს ადანაშაულებს უკრაინის ანექსიის მცდელობაში.