მთავარი მსოფლიო ენტონი ფაუჩი: ,,ადრეა იმის თქმა, არის თუ არა „ომიკრონი“ პანდემიის ბოლო ტალღა"

ენტონი ფაუჩი: ,,ადრეა იმის თქმა, არის თუ არა „ომიკრონი“ პანდემიის ბოლო ტალღა”

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა. ქვეყნის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების განცხადებით, ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა ახალი  ვარიანტის, ომიკრონის, გავრცელებით არის გამოწვეული.

ამერიკის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ საუბარი იმასთან დაკავშირებით, რამდენად დაასრულებს ომიკრონ ვარიანტი პანდემიას, ჯერჯერობით ნაადრევია.

პანდემია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მთავარი თემა იყო, კონფერენცია ვირტუალურ ფორმატში ჩატარდა.

,,ეს მნიშვნელოვანი კითხვაა, თუმცა უცნობია, იქნება თუ არა ომიკრონ ვარიანტი პანდემიის დასასრულის დასაწყისი, რადგან შესაძლოა, ვირუსმა კიდევ განიცადოს მუტაცია“,- განაცხადა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ.

მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმი, რომელიც ვირტუალურ ფორმატში გაიმართა ესწრებოდა გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში, რომელმაც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს მოუწოდა, ყურადღება გაამახვილონ ვაქცინაციაზე.

„ბოლო ორმა წელმა აჩვენა მარტივი, მაგრამ სასტიკი სიმართლე: თუ ერთ ვინმეს ჩამოვიტოვებთ უკან, საბოლოოდ ყველა ჩამორჩება. თუ არ აიცრება ყველა, ისევ გავრცელდება ვირუსის ახალი ვარიანტები, რომლებიც გასცდება საზღვრებს, გააჩერებს ცხოვრებასა და ეკონომიკას“,- განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა.

ევროპაში თითქმის ყველგან ვაქცინაცია სავალდებულო ხდება, საბერძნეთი უკანასკნელი ქვეყანაა, რომელმაც ახალი რეგულაციები შემოიღო. ქვეყანაში 60 წელს გადაცილებული პირები რომლებიც არ აიცრებიან დაჯარიმდებიან.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend