მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფობორის ჯონსონს საკუთარი პარტიის ზოგიერთი წევრი გადადგომისკენ მოუწოდებს

ბორის ჯონსონს საკუთარი პარტიის ზოგიერთი წევრი გადადგომისკენ მოუწოდებს

დიდ ბრიტანეთში იზრდება ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა. ისინი 2020 წელს კარანტინის დროს დაუნინგ-სტრიტზე ჩატარებული წვეულების გამო მის გადადგომას მოითხოვენ.

ბორის ჯონსონს საკუთარი პარტიის წევრებიც დაუპირისპირდნენ. ამჟამად წვეულებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოიძება, რომლის შედეგებიც, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას გახდება ცნობილი.

დიდ ბრიტანეთში კარანტინის დროს დაუნინგ-სტრიტზე ჩატარებული წვეულების გამო სულ უფრო მეტი დეპუტატი მოითხოვს ბორის ჯონსონის გადადგომას.  გამოძიების შედეგები, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას იქნება ცნობილი.  ჯონსონს საკუთარი პარტიის წევრებიც დაუპირისპირდნენ.

კანონმდებელი კონსერვატორთა პარტიიდან ენდრიუ ბრიჯენი აღნიშნავს, რომ ეს ქმედება მხოლოდ ერთ რამეს მიანიშნებს – ლიდერებს ჰგონიათ, რომ ყველაფრის უფლება აქვთ მაშინ, როცა  დანარჩენებს იმის გაკეთება მოეთხოვებათ, რასაც ეტყვიან. ეს მიუღებელი საქციელია როგორც ბრიჯენისთვის, ისე მისი კოლეგებისა და ქვეყნის მეთაურისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტმა ბორის ჯონსონის ამომრჩევლების გაღიზიანებაც გამოიწვია, ზოგიერთს მაინც მიაჩნია, რომ ეს არ არის მისი კარიერის დასარული.

მოქალაქეების შეფასებით, წარმოუდგენელია, როდესაც ლიდერი საკუთარ დაწესებულ რეგულაციებს არღვევს. ზოგისთვის კი პრობლემას არ წარმოადგენს ღია სივრცეში ღონისძიების გამართვა, თუ ადამიანი  პირბადეს გამოიყენებს, დისტანციას დაიცავს და ხელებს დაიბანს.

ბორის ჯონსონმა ნამდვილად ბევრი ადამიანის, მათ შორის სამეფო ოჯახისა  და  პარტიის წევრების გაღიზიანება გამოიწვია, თუმცა საკუთარი მანდატის დაკარგვის შიშით, მიუხედავად შეცდომებისა, შესაძლოა მაინც დატოვონ თანამდებობაზე  პრემიერ-მინისტრი და ერთად იბრძოლონ  არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend