სოციალური სააგენტოს თანამშრომლები გაიფიცნენ. მათმა ნაწილმა დღეს, 17 იანვარს, ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართა. უკვე სამ წელზე მეტია სოციალური აგენტები ხელფასის 100%-ით მომატებას ითხოვენ. ასევე, სამედიცინო დაზღვევას, ანაზღაურებულ დეკრეტულ შვებულებას და მოკლევადიანი კონტრაქტების პრაქტიკის გაუქმებას. გუშინ, 16 იანვარს ხელისუფლებამ მათ ხელფასების 60%-მდე გაზრდა შესთავაზა, თუმცა სოციალური აგენტები პროტესტს მაინც განაგრძობენ.
ინტერვიუ “სოლიდარობის ქსელის” თავმჯდომარესთან, სოფო ჯაფარიძესთან