მთავარიაზიაყაზახეთიყაზახეთი შიდა დაპირისპირების შემდეგ

ყაზახეთი შიდა დაპირისპირების შემდეგ

ბეკენი ყაზახეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს მძიმედ დაშავდა. მისი თქმით, ის მშვიდობიანად აპროტესტებდა საწვავის ფასის ზრდას, მაგრამ პოლიციელები და სამხედროები მას თავს დაესხნენ.

”ეს მშვიდობიანი პროტესტი იყო, წარმოუდგენელია და არ მესმის, როგორ შეიძლება, რომ ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნას“, – ამბობს ბეკენი.

ახალი წლის დადგომასთან ერთად ყაზახეთში საწვავის ფასის ზრდის გამო საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. ერთი კვირის განმავლობაში პროტესტის ტალღამ ქვეყნის დასავლეთით, ნაკლებად დასახლებული რეგიონებიდან, ქვეყნის აღმოსავლეთით, მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში, მათ შორის სახელმწიფოს უდიდეს ქალაქ ალმათიში გადაინაცვლა. 5 იანვარს კი ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქში უკვე სრული ქაოსი სუფევდა.

ალმათის მერიის შენობა დაიწვა, ცეცხლი მოუკიდეს მანქანებსა და ავტობუსებს, გაქურდეს მაღაზიები, მომიტინგეები ცდილობდნენ შეჭრილიყვნენ პრეზიდენტის რეზიდენციაში.

ქუჩებში ისროდნენ, გაითიშა ინტერნეტი და ხელისუფლებამ ალმათის აეროპორტზე კონტროლი დაკარგა. ქვეყნის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომარტ ტოყაევმა მიმდინარე მოვლენები უცხო სახელმწიფოების მიერ მომზადებულ ტერორისტებს დააბრალა, თუმცა ტრაგიკული მოვლენებიდან თითქმის ორი კვირის შემდეგაც, ყაზახეთის ხელისუფლებას არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა უცხო სახელმწიფოების მონაწილეობას ამ პროცესებში. აქციის მონაწილეები ამბობენ, მათი პროტესტი მშვიდობიანი იყო.

“ჩვენ სპეციალური ბანერიც გვქონდა, სადაც ეწერა რომ ჩვენ მშვიდობიანი მოქალაქეები ვართ. მოედანზე ვიმყოფებოდით, როდესაც მოულოდნელად სამხედროები გამოჩნდნენ და ჩვენი მიმართულებით ცეცხლი გახსნეს“, – იხსენებს მარატი.

საპირისპიროს ამტკიცებენ ხელისუფლების წარმომადგენლები. მათი თქმით, მონაწილეები შეიარაღებულნი იყვნენ, ხოლო სამართალდამცველებმა ქვეყანაში წესრიგი აღადგინეს.

“სინამდვილეში თავდაპირველად  პოლიციელები შეუიარაღებულნი იყვნენ, აქციის მონაწილეებს კი იარაღი ჰქონდათ. სამართალდამცველებმა წესრიგი აღადგინეს“, – ამბობს ალმათის პოლიციის პრესმდივანი სალთინათ აზირბეკი.

ტაშკენტის პაქტის წევრმა სახელმწიფოებმა ყაზახეთის პრეზიდენტის თხოვნით ქვეყანაში შეყვანილი ჯარების, ერთი კვირის შემდეგ გაყვანა დაიწყეს.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით სომხეთის, ბელარუსის, ტაჯიკეთისა და რუსეთის ფედერაციის ჯარები ყაზახეთს 19 იანვრამდე დატოვებენ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend