უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ვარშავიდან უკრაინაში ბრუნდება, ამის შესახებ მან ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით , მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ხელისუფლება ყველა ღონეს მიმართავს მის დასაშინებლად, არ ეშინია იბრძოლოს იმ ბრალდებების წინააღმდეგ, რომლებიც მას 2021 წლის დეკემბერში წარუდგინეს.
ტერორიზმის დაფინანსება, ტერორისტული ორგანიზაციის შექმნა და სახელმწიფო ღალატი – ეს იმ ბრალდებათა ჩამონათვალია, რომელთა გამოც უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ სასამართლოს წინაშე წარდგენა მოუწევს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, უკრაინის პრეზიდენტს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.