მთავარი ევროპა იტალია ევროპარლამენტის პრეზიდენტს დავიდ სასოლის რომში დაკრძალვენ

ევროპარლამენტის პრეზიდენტს დავიდ სასოლის რომში დაკრძალვენ

იტალიელმა პოლიტიკოსებმა რიგით მოქალაქეებთან ერთად პატივი მიაგეს ევროპარლამენტის პრეზიდენტის დეივიდ სასოლის ხსოვნას, დავიდ სასოლი მიმდინარე კვირას გარდაიცვალა და ახლა რომის მერიაშია დასვენებული. პრეზიდენტ მატარელასა და პრემიერ-მინისტრ დრაგის სასოლის მშობლიური ქალაქის მერიც შეუერთდა.

ფლორენციის მერის დარიო ნარდელას განცხადებით, სასოლის პოლიტიკურ მემკვიდრეობას გაფრთხილება სჭირდება. ევროპა უნდა იყოს ერთიანი იმისათვის, რომ ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო პრობლემა, წარსულში მომხდარისგან განსხვავებით, უყოყმანოდ და  ერთობლივი ძალისხმევით მოგვარდეს. მისი თქმით, სასოლის ევროპა სწორედ ასეთი იყო, ევროპასაც ასეთი ხედვა უნდა ჰქონდეს.

სასოლი პნევმონიის დიაგნოზით გასული წლის სექტემბერში გადაიყვანეს კლინიკაში. თუმცა შემდეგ მკურნალობას სახლში აგრძელებდა. იმუნური სისტემის დისფუნქციის გამო შობამდე ის კიდევ ერთხელ მოხვდა საავადმყოფოში. ბევრი დადებითად აფასებს ევროპარლამენტში მისი მუშაობის პერიოდს, რომელიც ამ თვეს უნდა დასრულებულიყო.

დარიო ნარდელას თქმით, სასოლი ძალიან დახვეწილი, თუმცა, ამავდროულად, მკაფიოდ გამოხატული ქმედებებით გამოირჩეოდა. იგი, პოლიტიკაში მოღვაწეობის თვალსაზრისით, შესაძლოა, ბევრი პოლიტიკოსისთვის შთაგონების წყარო გახდეს.  მისი აზრით, მომავალში იტალიისა და სხვა ევროპული ქვეყნებისთვის სწორედ სასოლის მსგავსი, უფრო ინკლუზიური ტიპის მმართველობაა აუცილებელი.

დეივიდ სასოლის დღეს, 14 იანვარს,  რომში დაკრძალავენ.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend