მთავარი ევროპა ბულგარეთი ბულგარეთში კორონავირუსის გამო დაწესებულ რეგულაციებს აპროტესტებენ

ბულგარეთში კორონავირუსის გამო დაწესებულ რეგულაციებს აპროტესტებენ

ბულგარეთში კორონავირუსის შემთხვევების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა რეკორდულ რაოდენობას მიაღწია, ქვეყანაში დაახლოებით 7000-ზე მეტი შემთხვევა ვლინდება. მთავრობამ კოვიდპასპორტების წარდგენა სავალდებულო გახადა საჯარო სივრცეებში, თუმცა ამ გადაწყვეტილებას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა.

ნაციონალისტური პარტია “აღორძინების” მიერ ორგანიზებულმა ასობით მომიტინგემ ძალის გამოყენებით სცადა შესულიყო შენობაში, რომელშიც პარლამენტის წევრები იყვნენ.

ერთი კვირის წინ ბულგარეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის შენობაში კოვიდსერტიფიკატის წარდგენის გარეშე ვერავინ შევიდოდა.

საპასუხოდ ნაციონალისტური პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ათასობით მხარდამჭერს გამოიყვანდნენ და სხდომას ჩაშლიდნენ.

აქციის ორგანიზატორებმა იმ ადამიანების ტრანსპორტით ჩამოსვლაც უზრუნველყვეს, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ცხოვრობენ.

კოსტადინ კოსტადინოვმა და მისი პარტიის წევრებმა ვაქცინებს “ექსპერიმენტული სითხეები” უწოდეს. თუმცა, როგორც ამბობენ, პარტიის წევრების მესამედი ვაქცინირებულია და შესაბამისად, მათ COVID-ის სერტიფიკატებიც აქვთ.

პარლამენტის თავმჯდომარეს კორონავირუსი დაუდასტურდა, კოსტადინოვი იძულებული გახდა, იზოლაციაში გადასულიყო.

კოსტადინოვი საპროტესტო აქციაზე ვერ მივიდა.

მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისი მხარდამჭერებისთვის, აქციის მონაწილეები  პროცესის ჩაშლას მოითხოვდნენ.

დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის პოლიციელები.

დაკავებულთაგან ერთ-ერთს, სავარაუდოდ, იარაღი ჰქონდა თან.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend