მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წელს გლობალური ეკონომიკური ზრდა საგრძნობლად შემცირდება. თუმცა ომიკრონის ვარიანტმა, რომელიც მთელ მსოფლიოში სწრაფად ვრცელდება, შესაძლოა, ვითარება კიდევ უფრო დაამძიმოს მუშახელის დეფიციტისა და მიწოდების მხრივ.
მსოფლიო ბანკის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელი აიჰან კოსე აღნიშნავს, რომ კოვიდი ჯერ კიდევ მძვინვარებს, ახლა ომიკრონის ტალღაა. მისი თქმით, ძალიან მაღალია ვალის მოცულობა, არსებობს ინფლაციის საფრთხე და კლიმატთან დაკავშირებული გამოწვევები. აიჰან კოსეს აზრით, როდესაც ეს პრობლემები ერთიანდება განვითარებადი საბაზრო ეკონომიკების შეზღუდულ პოლიტიკურ სივრცეში, ჩნდება რისკები, რომლებიც არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.
მსოფლიო ბანკი 2022 წელს 4,1-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას ელის. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 5,5 პროცენტს შეადგენდა.